ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სწორედ ამ ინვესტიციებმა შეუწყო ხელი უზრუნველყოფილიყო 2014 წლის ბიუჯეტის შესრულება.
როგორც პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, მათი მთავარი მიღწევა, ადამიანზე ორიენტირებული ბიუჯეტია.
მარგველაშვილმა წარმატებულ პროექტებზეც ისაუბრა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გაუსვა ხაზი.
"უნდა ავღნიშნო ის წარმატებული პროექტები, რომლებიც ჯანმრთელობის დაცვის სფეროში განხორციელდა. კერძოდ – საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, C ჰეპატიტის ელიმინაცია, სასწრაფო დახმარების რეფორმა, მაღალმთიან რეგიონებში კლინიკების გახსნა, დიპლომის შემდგომი განათლების დაფინანსება. წამლისა და ფარმაცევტულ საქმიანობაში საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილება".