საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ტერორიზმის ახალი ნაირსახეობა ახლო აღმოსავლეთში და იქ გაჩაღებული ომი ჩვენთვის გამოწვევაა.
ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
"ახლო აღმოსავლეთის მოვლენები უშუალოდ უკავშირდება ჩვენს ქვეყანას. სამწუხაროა, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებში საქართველოს მოქალაქეებიც არიან ჩართული და იქ იბრძვიან. შესაბამისად, გვაქვს რა ერთიანი პრობლემატიკა, მიმაჩნია, რომ ჩვენს პარტნიორებთან ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს", _ აღნიშნა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ "თავის მხრივ, საქართველო აგრძელებს თავისი წვლილის შეტანას ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში".