საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვბილის განცხადებით, "ქვეყანაში ადამიანის უფლებებათა მდგომარეობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია ის, თუ როგორ ვექცევით თავისუფლებააღკვეთილ მოქალაქეებს".
ამის შესახებ პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
"დაუშვებელია, რომ თავისუფლების შეზღუდვას თან ახლდეს ღირსების შემლახველი, დამამცირებელი მოპყრობა, ძალადობა და წამება. უახლოესი წარსულის გამოცდილება, 'ნულოვანი ტოლერანტობის' იდეოლოგიის მძიმე შედეგები, პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობა. ეს წარსული არასდროს არ უნდს განმეორდეს. ამდენად, უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად მიმაჩნია სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერება, მისი აღჭურვა კონტროლის განხორციელებისა და რეაგირების მეტი, ეფექტური მექანიზმებით", _ აღნიშნა მარგველაშვილმა.