"საქართველოს ეროვნული უშიშროების პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულება თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდაა", _ ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სწორედ ამას ემსახურება პერსონალის მართვის სისტემის განვითარება, მართვისა და კონტროლის გაუმჯობესება, განათლებისა და წვრთნის სისტემის თანამედროვე სტანდარტებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა და თავდაცვითი შეიარაღების განახლება.
პრეზიდენტმა ყურადღება შეიარაღებულ ძალებში ქალთა მონაწილეობაზეც ისაბრა.
"მე ამაყი ვარ იმით, რომ დღეს ჩვენი შეიარაღებული ძალების 7% ქალებითაა დაკომპლექტებული. თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის სტრატეგია კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქალების და მამაკაცების თანაბარი შესაძლებლობების რეალიზაციას თავდაცვის უწყებაში."