ამგვარი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით გააკეთა.
„ჩვენ გვესაჭიროება მეტი თანამშრომლობა იმ ქვეყნების ხელისუფლებებთან, რომლებიც ეჭვებს გამოთქვამენ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან მიმართებით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ყველა პოლიტიკური ძალა აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს, რომ საპარლამენტო ასამბლეების ტრიბუნები მაქსიმალურად მოხმარდეს ჩვენი ქვეყნის წარმოჩენას და საქართველოს თემატიკის აქტიურად განხილვას საერთაშორისო ფორუმებზე“, _ განაცხადა პრეზიდენტმა