ამის შესახებ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგომისას განაცხადა.
"საზოგადოება ხელისუფლების მაკონტროლებელია, მაგრამ მართვის ტვირთი სახელმწიფო ინსტიტუტებზე და მათ მესვეურებზეა. ამ ინსტიტუტების მოშლით მივიღებთ ქაოსს. ჩვენ პასუხისმგებლების ვართ საკუთარ არჩევანზე, ვემსახუროთ სამშობლოს და საქართველოს. და ვის წინაშე გვაკისრია ჩვენ პასუხისმგებლობა? არავინ შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი შრომის დამკვეთად და მის შემფასებლად ხალხის გარდა. მსურს, ჩემი გამოსვლის ადრესატს, ხალხს მივმართო: ძლიერმა მოქალაქეებმა შექმნეს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოები. ჩვენც ეს გზა გვაქვს გასავლელი. მინდა ხაზი გავუსვა, რაც ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად მიმაჩნია, დღეს ხელისუფლება ხალხს უსმენს. საზოგადოებრივი აზრი ხშირად გადამწყვეტია პოლიტიკურ პროცესებში და ეს არაერთხელ დადასტურებულა", _ აღნიშნა პრეზიდენტმა.