ხვალ, 1 აპრილს ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის საგამოფენო სივრცეში გამოფენა „საყდრისის დღეები პალამენტში“ გაიმართება.
ღონისძიება მიზნად ისახავს პარლამენტის დეპუტატებისთვის საყდრისის უნიკალური ოქროს მაღაროს შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებს.
რამდენიმე დღეში საქართველოს პარლამენტი კვლავ გმიუბრუნდება საყდრისის მოვლენების შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის საკითხს და როგორც გამოფენის ორგანიზატორ „საყდრისის დაცვის საზოგადოებრივ კომიტეტში“ აცხადებენ, გამოფენის თარიღი მიზანმიმართულად დაამთხვიეს საყდრისის საკითხის განხილვას.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტო და სხვა ვიზუალური მასალა რაც ქრონოლოგიურად ასახვს ძეგლის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.
გამოფენა სამ დღეს გასტანს