https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

    ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სტუმრად მალთაყველ მებადურებთან

3:12; 15.12.2011
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს მთავრობის მიერ, საქართველოს ტყეების 100%-ის იჯარით გაცემის, ნაკრძალებსა და აღკვეთილებში, საფასურის გადახდის შემდეგ, ნადირობის ნებართვის დაშვების შესახებ კანონპროექტების შემუშავებამ, საზოგადოებაში მძაფრი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ნაკრძალებში ნადირობის დაშვების კანონპროექტი, მართალია ხელისუფლებამ შეაჩერა, მაგრამ სავარაუდოდ, დროებით. სამაგიეროდ, წინ წამოიწია გიგანტური ჰესების მშენებლობამ, რომლებიც ულამაზეს ქართულ სოფლებს სვანეთსა და რაჭაში წყალსატევების ფსკერზე ჩაიტანს, უნიკალურ ბუნებრივ ლანდშაფტებს კი სამუდამოდ გაანადგურებს…

ტოტალური შეტევა საქართველოს ბუნებაზე! _ ასე დავასათაურეთ ცოტა ხნის წინ ჩვენი ერთ-ერთი პუბლიკაცია. ვეცდებით, თქვენთან ერთად, მეტი ყურადღება დავუთმოთ გარემოს დაცვის საკითხებს, რადგან მიგვაჩნია, რომ საქართველოს ბუნებას გამოუსწორებელი განსაცდელი ემუქრება.

“გურია ნიუსმა” დაცულ ტერიტორიებზე, ბუნების ტრფიალთა კვალდაკვალ, ერთი კვირის მანძილზე იმოგზაურა და ჩვენი ეგზოტიკური ფლორისა და ფაუნის ლაბირინთებში ბუნების არაერთ მოყვარულს შეხვდა _ ძველ მონადირეებს, მეთევზეებს, საოცარ ენთუზიასტებს… ზოგს სამონადირეო ტურიზმისა და ბაზიერთა კლუბიც აქვს ჩამოყალიბებული, ითხოვენ დახმარებას, წერენ პროექტებს, მაგრამ უშედეგოდ. დავუკავშირდით დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სხვადასხვა ნაკრძალისა თუ ეროვნული პარკის ხელმძღვანელს, რომელთაგან არაერთგვაროვანი, ზოგჯერ ბუნდოვანი ან ქედმაღლური პასუხი მივიღეთ. ამ ყველაფრის შესახებ, თანმიმდევრობით მოგითხრობთ.

პირველ ნაწილში ჩვენ მაინც იმ სოციალურად დაუცველ ფენასთან შეხვედრის დეტალებზე გვსურს ვისაუბროთ, ვინც ყველაზე უკეთ იცის დაცული ტერიტორიების ფასი, რამდენად დასაშვებია მისი იჯარით გაცემა თუ იქ ნადირობის ნებართვის დაშვება. ისინი დაცულ ტერიტორიებთან “თევზაობენ” ლუკმა-პურს, თავს ასე ირჩენენ და ყველაზე უკეთ ერკვევიან, რა უჭირს და ულხინს ჩვენს ფლორასა და ფაუნას.

_ მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს შეუძლია, ჩვენც გვარჩინოს და თავიც გადაირჩინოს, ოღონდ მას ძალიან პატიოსანი და სიყვარულით გაჯერებული დამოკიდებულება უყვარს და მტაცებლურ გეშს არ გაპატიებს, ნამეტანი მაგიერის გადახდა იცის, _ ამბობენ ისინი.

მალთაყველ მებადურებთან

ძველი ნავებით მებადურთა ჯგუფები “მრისხანე მეკლიტურის” ნაპირს ფაციფუცით მოადგნენ და ახლად დაჭერილი თევზის გროვა გადმოიტანეს.

მათი საქმიანობა წამებს ითვლის, იქვე ახლოს პატარა მაღაზიაა, რამდენიმე მყიდველიც იცდის, რომელთა შორის, უფრო პროფესიული მოსაზრებით, ჩვენც ჩავდექით.

_ როგორ ყიდით თევზს, ვინ ხართ, თუ შეიძლება, გაგვეცანით…

მეთევზეთა შუაგულს ახალგაზრდა კაცი გამოეყო, რომელიც დ.გ-დ გაგვეცნო. იგი საკმაოდ მჭევრმეტყველი და აქაურ ავან-ჩავანში გარკვეულია:

_ 1 კილო თევზის (კეფალის) ფასი 4 ლარია; აქედან “პირველი ხელი” ყიდულობს. ჩვენ, ძირითადად, გურული მეთევზეები ვართ და თავს ასე ვირჩენთ, უფრო სწორად, ზაფხულში აღებული ვალების გასასტუმრებელ ფულს ვშოულობთ. ისე, მთავრობა ერთ საქმეს კი შვება _ გადასახადს ახლა არ გვთხოვენ, ამის ხელშეწყობა კი არის. ღამეებს ხშირად ფიჭვნარში ვათევთ, სიცივე გვაწუხებს, მარა ვინ ამბობს?! სანამ თევზი ზღვის სიღრმისკენ წავა, დაჭერა უნდა მოვასწროთ, ჩვენ დღიურ ლუკმას ასე “ვთევზაობთ”.

_ რა ვალზე საუბრობთ?

_ ბანკიდან გამოტანილ კრედიტზე, რომლითაც ზამთარში ოჯახს ვარჩენთ, მერე ასე ვისტუმრებთ, პრინციპში, თხა ვიყიდე, თხა გავყიდეა ეს, მარა, რა უნდა ვქნათ?

_ დღიური შემოსავალი რამდენია?

_ მაგი ლატარიაა, სულ ერთნაირად ვერ ვიჭერთ, ხან მეტია, ხან _ ნაკლები. თუ ბევრს დავიჭერთ, ჩაბარების ფასი ნაკლებია და _ პირიქით, თუ ცოტაა, ფასი აიწევს… აქ ძირითადად, სუფსის სამი ბრიგადაა. გურულები. რამდენიმე წელია, ასე ვმუშაობთ.

_ ვერ დააკონკრეტებთ, რამდენია ლარებში თქვენი დღიური შემოსავალი?

_ ასე, 15-20 ლარამდე, საშუალოდ.

_ თქვენ ძალიან მძიმედ საუბრობთ გასაჭირზე და ეს თანხა მთლად ცოტა არ არის.

_ კი, მთელი წლის მანძილზე ასე რომ იყოს, მაგრამ თევზაობა სულ რამდენიმე თვე გრძელდება, აცივების შემდეგ თევზი ზღვაში იმალება. წელიწადის დანარჩენ დროს უმუშევრები ვართ, თითქმის ყველას ვალი გვაქვს, შინ შეშა არ გვაქვს, ახლა აქ რომელიმეს რომ ჰკითხო, დამდეგი ზამთრისთვის თუ არის მზად, დადებით პასუხს ვერ მიიღებთ. განა, რომელიმე ზარმაცია და არ მოჭრა? უბრალოდ, ამის საშუალება არსად არის.

_ ვიდრე ამ გასაჭირზე საუბარს გავაგრძელებთ, ერთ კითხვაზე გვიპასუხეთ: დაცული ტერიტორიების იჯარით გაცემაზე და იქ ნადირობის ნებართვაზე მთავრობის მიერ კანონპროექტი იყო შემუშავებული… თუ გსმენიათ ამის შესახებ და რას გვეტყვით?

_ახლა აგერ, სადაც ვიმყოფებით, ესეც დაცული ტერიტორიაა. პალიასტომის მიმდებარე მხარეს, ამ დროს ნადირობა ყოველთვის დაშვებულია. გააჩნია, რაზე ნადირობ. ჩვენ ფრინველზე არ ვნადირობთ, თუმცა ვინც ნადირობს, ის შესაბამის გადასახადს იხდის. საქმე იმაშია, თუ მთლიანად, ნაკრძალშიც დაუშვებენ ნადირობის უფლებას, ვინ და რა მექანიზმით გააკონტროლებს მოკლული ნადირისა თუ ფრინველის რაოდენობას? თუმცა აქ რეინჯერები დადიან, აკონტროლებენ ყველაფერს, მაგათ რას გამოაპარებ. თუ ის თანხა, რაც გადასახადის სახით უნდა გადაიხადოს, ისევ ამ დაცულ ტერიტორიებს მოხმარდება, კარგი საქმე იქნება. სიმართლე თუ გინდა გითხრათ, ბევრი არაპროფესიონალია ამ საქმეში… მოდის, გეუბნება რეინჯერი ვარო და რა იცის?! ფიჩორის ტერიტორია დაცულია, მაგრამ წიფლისა და თხმელის ტყეს ერთნაირი აკრძალვა რომ არ სჭირდება, ეს მე, გლეხკაცმა ვიცი და მათ არ უნდა იცოდნენ?

_ რას გულისხმობთ?

_ რას ვგულისხმობ და ფიჩორის დაცული ტყე მთლიანად თხმელა და წიფელაა, მაგრამ თხმელის ტყის განახლებას თუ სამი-ოთხი წელი სჭირდება, წიფელს უნდა _ 30. ამიტომ ხალხს, მეთვალყურის ქვეშ, უნდა მისცენ თხმელის ტყის გამოხშირვის უფლება, რასაც ადამიანი შეშად გამოიყენებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მხოლოდ ლპება, რადგან ძალიან მალე იზრდება და შესაბამისად, მალე ძველდება.

_ უშეშობას უჩივით. საშეშე ტყეკაფი არ გამოუყვიათ?

_ ჩვენ ახლა წყალში ვდგავართ და ცეცხლი გვიკიდია, ოღონდ _ არა ხუმრობით. სუფსაში ტყეკაფი გამოგვიყვეს, ჭიჭვის ტყეს ეძახიან, სადაც ისეთი ჭაობია, კამეჩი რომ შევა, მხოლოდ რქები მოუჩანს, ფეხის დასადგმელი ადგილიც არ არის, რომ არ ჩაიძირო. რომც დაამზადო შეშა, სულ ცოტა, 16 კილომეტრ მანძილზე ზურგით უნდა ზიდო. ვიმეორებ, ახლა წყალში ვდგავართ და შინ შეშის ნაპობიც არ გვაქვს, რომ ქალებმა საჭმელი მოამზადონ.

_ თუ სცადეთ, ეს აზრი ერთობლივად მიგეტანათ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყურამდე?

_ ლანჩხუთის რაიონს კაი არაფერი სჭირს, გაუბედურებულია, რა შედეგი იქნება, რომ მოვთხოვოთ?! არ გვაძლევენ და მორჩა! დაცულიაო, ჩვენ უკეთ ვიცით, რომელია მოსაჭრელი და რომელი _ არა. ერთი ნახეთ ეგ ფიჩორის დაცული ტყე. ძველ, ასაკოვან თხმელას დასალპობად ინახავენ? საქმეს უნდა გაუკეთდეს ორგანიზება, მოსაჭრელი მოიჭრას და დასატოვებელი დარჩეს. ჩინურს ვამბობთ რაიმეს თუ მოცლილი ხალხი ვართ ან პრეტენზიული? უკიდურესი გაჭირვება გვალაპარაკებს.

მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს შეუძლია, ჩვენც გვარჩინოს და თავიც გადაირჩინოს, ოღონდ მას ძალიან პატიოსანი და სიყვარულით გაჯერებული დამოკიდებულება უყვარს და მტაცებლურ გეშს არ გაპატიებს, ნამეტანი მაგიერის გადახდა იცის.

_ საწყის თემას დავუბრუნდეთ; თქვენ მთავრობის მიმართ კმაყოფილებაც გამოთქვით, გადასახადს არ გვთხოვენო, ლიცენზია თუ გაქვთ?

_ ახლა ერთ კაცზეა გაფორმებული და ეს ბრიგადა მასთან მუშაობს. ადრე ყველას სათითაოდ ჰქონდა ლიცენზია. შეღავათს გვიწევენ, ასე რომ არ ჰქნან, მთლად მშიერი დავრჩებით და თუ მოგვკლავენ, მაგათ რა?!

_ რამდენად არის თქვენს მიერ უსაფრთხოების ზომები დაცული? პასუხისმგებლობა ვის ეკისრება?

_ აი, მაგ მხრივ ძალიან გვაფრთხილებენ, ჩვენც ფხიზლად ვართ. გვაცვია ჟილეტები, ცურვა ყველამ იცის. ნავებს ხშირად ვარემონტებთ, ვამოწმებთ. ისე კი, ჩვენ ძალიან შორს არ შევდივართ ზღვაში, 50 მეტრ რადიუსში ვმოძრაობთ.

_სუფსაში ყოველდღე ბრუნდებით?

_მაგის ბედნიერება არ გვაქვს. ხშირად, სადაც გვითენდება, იქ გვიღამდება.

_ ალბათ, თევზი უხვად გექნებათ ოჯახისთვის მაინც…

_ ხუმრობთ?! აგერ 20 კაცია და ჰკითხეთ _ ჩვენი შეღავათი ის არის, რომ ჩვენივე ხელით დაჭერილ თევზს, ასე, 2 ლარად თუ წავიღებთ, ისიც არა _ ყოველდღე. ხშირად ქველმოქმედებასაც გვიწევს _ თუ სოფელში ვინმე გარდაიცვალა, ვეხმარებით თევზით; ჭირი ყველას კარზე დაიძახებსო, ნათქვამია. ხალხს ძალიან უჭირს და ასე რომ არ ვქნათ, სირცხვილია. ისე კი, ფული სადაცაა, იქ ანგარიში უნდა, ერთმანეთს ვუგებთ და გასაჭირს ვუმსუბუქებთ.

_ამბობენ, პალიასტომის ტბაში ტონობით ვაზნა და წამალი ყრიაო…

_არ მოგატყუონ ეგ. ამ მხრივ ბუნება დამცველებს არ საჭიროებს, თავს თვითონ უვლის. მარილიანი წყალი “ჭამს” მაგ ყველაფერს, ზღვის წყალიც შედი-გამოდის და იწმინდება. ასე რომ არ იყოს, პალიასტომის ტბაზე ისეთი ბალახი იქნებოდა აბიბინებული, ზედ ფეხით გავლაც იქნებოდა შესაძლებელი…

მალთაყვის მკვიდრმა გიორგი ალანიამ, რომელიც ქალაქ ფოთშიც ცხოვრობს, დაცულ ტერიტორიებზე ნადირობის დაშვების შესახებ კანონპროექტს “სამთავრობოს სათავისო” უწოდა.

_ რატომ ჰგონია ვინმეს, რომ თუ მთავრობა ასეთ კანონს მიიღებს, ნადირ-ფრინველი გაიჟუჟება? წარმოიდგინეთ ერთი რამ, _ ერთი ვაზნა, სულ მცირე, 1 ლარი ღირს. მეორედ ვეღარ იხმარ. ნადირობის მსურველ კაცს თუ 20-30 ვაზნა მაინც არ აქვს, რაღა მონადირეა და სად წავა? საშუალოდ 30 ლარს, ახლა მოსახლეობის 80% ვერ გადაიხდის თოფისწამლისთვის. აქედან გამომდინარე კი, _ ვერც ინადირებს. რა გამოდის? იმ დაცულ ტერიტორიებზე, ისევ ეგზოტიკის მოყვარული მდიდრები ან სულაც, უცხოელები ინადირებენ. ასეთია ჩემი აზრი, მაგ თემასთან დაკავშირებით, _ გვითხრა მან.

დამშვიდობების ჟამს, მებადურებს ოქროს თევზის პოვნა ვუსურვეთ.

_ მაი რომ იყოს ამ წყალში, ჩვენს მთავრობას ჩვენ ჩამოვასწრებდით?! _ სიცილი და იუმორი სულის ჯანმრთელობაა, თვლიან ჩვენებური მებადურები.

უახლოეს ნომერში ჩვენი სტუმარი ძველი მონადირე, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამონადირეო ტურიზმისა და ბაზიერთა კლუბის” დამფუძნებელი ენვერ კომახიძე იქნება. არ გამოტოვოთ, აუცილებლად წაიკითხეთ და გიყვარდეთ საქართველოს ბუნება!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სასტუმრო „ამბასადორი გოდერძი“ გაფართოვდა

12:23; 20 იანვარი, 2026
საზოგადოება

რამდენი მსჯავრდებული შეიწყალა ყაველაშვილმა

22:38; 19 იანვარი, 2026
საზოგადოება

ხე მოტყდა და გაჩერებას დაეცა

16:58; 19 იანვარი, 2026
საზოგადოება

კახა კალაძე: სამუშაოები მთელი თბილისის მასშტაბით უწვეტ რეჟიმში გრძელდება

16:38; 19 იანვარი, 2026
საზოგადოება

ხე წაიქცა და ავტომობილს დაეცა

16:27; 19 იანვარი, 2026

ახალ შენობაში 55 თანამშრომელი იმუშავებს

შემოქმედში მომხდარი ყაჩაღობა გახსნილად გამოცხადდა

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სასტუმრო „ამბასადორი გოდერძი“ გაფართოვდა

12:23; 20.01.2026
სამართალი

მაღაროელებს 6 წლით და 3 თვით და 4 წლით და 3 თვით პატიმრობები მიუსაჯეს

12:14; 20.01.2026
მსოფლიო

გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

10:49; 20.01.2026
მსოფლიო

რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

10:48; 20.01.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

10:43; 20.01.2026
ზაფრანი

რომელი ყვავილია თქვენი თილისმა

10:41; 20.01.2026
ზაფრანი

რა არის თქვენი ხასიათის ყველაზე ცუდი თვისება

10:40; 20.01.2026
ზაფრანი

ვინ რა ასაკში აღწევს წარმატებას

10:37; 20.01.2026
ზაფრანი

რომელი იარაღი ხართ

10:36; 20.01.2026
საზოგადოება

რამდენი მსჯავრდებული შეიწყალა ყაველაშვილმა

22:38; 19.01.2026
პოლიტიკა

თენგო კირთაძე: ოპოზიციაში პოლიტიკური ალტერნატივის შექმნის პროცესი მიმდინარეობს

22:16; 19.01.2026
მსოფლიო

ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

21:54; 19.01.2026
კულტურა

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

21:35; 19.01.2026
მსოფლიო

რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

20:56; 19.01.2026
მსოფლიო

ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

20:49; 19.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო