გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, დავით ცირეკიძემ რამდენიმე წუთის წინ “გურია ნიუსთან” საუბრისას დაადასტურა, რომ ჩოხატაურში და ოზურგეთში მომხდარი ყაჩაღობები გახსნილია. ცირეკიძის თქმით, ყაჩაღური დაჯგუფება პოლიციამ გამთენიას დააკავა _ დანაშაულის გახსნა ოზურგეთში, სოფელ შემოქმედში, მერაბიშვილის სტუმრობის წინ ჩადენილი ყაჩაღობის შემდეგ გახდა შესაძლებელი. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, დამნაშავეთა ჯგუფის წევრები ოზურგეთელები არიან. ამ წუთებში დამატებითი ღონისძიებები ტარდება რიგი დეტალების გასარკვევად. თუმცა, არსებობს ინფორმაცია, რომ ოზურგეთში ჩადენილ ყაჩაღობას, საერთო არაფერი აქვს ჩოხატაურში მომხდარ დანაშაულობებთან,
“გურია ნიუსი” ამ თემაზე ახლაც მუშაობს და ვრცელ მასალას მალე შემოგთავაზებთ.