სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის კუთხით განხორციელებული ინსტიტუციონალური რეფორმა, სასამართლოსადმი ნდობის გასაზრდელად ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევაა დასაძლევი.
წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დაეწყო დისციპლინური დევნა იმ მოსამართლეთა მიმართ, რომელთა მხრიდანაც იკვეთებოდა საქმეების განხილვის დროს პროცედურული ნორმების უხეში დარღვევები.
სამწუხაროდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყველა წინადადების განხილვისას შემოიფარგლა შაბლონური პასუხით, რომ მოსამართლეების მხრიდან არ დასტურდებოდა შესაბამისი გადაცდომები.