საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის 2014 წლის ანგარიშიდან ცნობილი ხდება, რომ გასულ წელს გაუმჯობესდა და შედარებით მრავალფეროვანი გახდა მედია გარემო.
ხელისუფლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია მედია საშუალებების სარედაქციო პოლიტიკასა და ჟურნალისტების გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას; 2014 წლის განმავლობაში გამართული აქციების უმეტესობა ექსცესების გარეშე ჩატარდა, თუმცა, იყო გამონაკლისებიც, სადაც სახელმწიფომ ვერ შეძლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლების უზრუნველყოფა ან/და მოხდა შეკრების თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა.