თავდასხმის, გატაცების მცდელობისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებზე ზიანის მიყენების გამო, იტალიის ქალაქ ბარში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
29 და 27 წლის საქართველოს მოქალაქეების დასაკავებლად სამართალდამცველებს დამატებითი ჯგუფების გამოძახება დასჭირდათ, დაკავების პროცესი კი ქუჩაში დევნაში გადაიზარდა.
ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს. თუმცა, დაკავებულთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
პოლიცია შემთხვევის ადგილას სამაშველო სამსახურში შესული სატელეფონო ზარის გამო მივიდა სადაც მოქალაქეები დახმარებას ითხოვდნენ. თუ ვის გატაცებას აპირებდნენ ქართველები უცნობია და მომხდარის დეტალების გარკვევას უკვე ცდილობენ სამართალდამცველები.
გამოყენებულია ინტერნეტგამოცემა www.agi.it-ის ინფორმაცია