ინციდენტი ტაილანდის საკურორტო ქალაქ პატაიაში მოხდა _ იქ დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც პოლიციელს უკბინა.
რუსეთის ქვეშევრდომი სასტუმრო Woodland Resort Hotel-თან მძინარე იპოვეს. პოლიციელები შეეცადნენ მის გაღვიძებას, მაგრამ აღმოაჩინეს, რომ იგი ძალიან მთვრალი იყო. რუსი, როგორც იქნა, ოდნავ შეაღვიძეს და მანქანაში ჩასვეს, რომ პოლიციის განყოფილებაში მიეყვანათ, ექიმები გამოეძახებინათ da უცხოელს გონებაზე მოსვლაში დახმარებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ განყოფილებამდე მხოლოდ რამდენიმე კვარტალი იყო, ინციდენტი მაინც მოხდა _ გაღვიძებული რუსი აგრესიული გახდა და სცადა მანქანიდან გადმოხტომა. პოლიციელები შეეეცადნენ, შეეკავებინათ იგი, მაგრამ რუსმა წესრიგის დამცველს ფეხზე მწარედ უკბინა და მანქანიდან გადახტა. თუმცა, "გმირი" შორს ვერ წავიდა _ პოლიციელებმა იგი დააკავეს.
მიუხედავად წინააღმდეგობისა, დებოშიორი მაინც მიიყვანეს განყოფილებაში და გამოაფხიზლეს.