https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მარკ რუტე: ევროპა რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადოს

    დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

    დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მარკ რუტე: ევროპა რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადოს

    დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

    დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ტელეკომპანია “გურიას” განაჩენი მოსამართლის მანტიაში გამოწყობილმა “პროკურორმა” გამოუტანა

4:12; 15.12.2011
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

18 თვის წინ, ხელისუფლება ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ დადგებოდა დღე, როდესაც მისთვის ყველაზე უმნიშვნელო ტელეკომპანიებიც კი განსაკუთრებულ დატვირთვას შეიძენდნენ.

18 თვის წინ, ხელისუფლებას არ ჰყავდა ოპონენტი, რომელიც საჯაროდ განაცხადებდა, რომ დაეხმარებოდა ყველა დამოუკიდებელ მედიასაშუალებას.

18 თვის წინ, ხელისუფლებისთვის კანტი-კუნტად შემორჩენილი დამოუკიდებელი მედიასივრცეები არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა.

რატომ მაინცდამაინც 18 თვე? იმიტომ, რომ სწორედ ამ ხნის განმავლობაში ჰქონდა უზენაეს სასამართლოს ტელეკომპანია “გურიას” საქმე თაროზე შემოდებული.

არადა, კანონის თანახმად, საკასაციო პალატას განხილვის ექვსთვიანი ვადა აქვს. “გურიას” საქმე 2010 წლის 17 მაისს იქნა წარმოებაში მიღებული და გადაწყვეტილება, მაქსიმუმ, 2010 წლის 18 ნოემბერს უნდა დამდგარიყო, მაგრამ 18 თვესა და დარღვეულ ვადებს არავინ შეუწუხებია….

ალბათ, კიდევ ამდენივე ხანი ექნებოდათ ეს საქმე განუხილველი და საერთოდაც არ გაახსენდებოდათ, რომ არა რამდენიმე ფაქტორი.

პირველი, რამაც უზენაეს სასამართლოს 18 თვის შემდეგ ამ საქმის მყისიერი განხილვა გადააწყვეტინა, თანაც მხარეთა დასწრების გარეშე, ის გარემოება გახლდათ, რომ ბოლო პერიოდში, საზოგადოებაში აქტიურად მიმდინარეობდა საუბარი ტელეკომპანიის შესყიდვაზე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. გარდა ბიძინა ივანიშვილისა, ტელეკომპანიას ვანო ჩხარტიშვილის სახელსაც უკავშირებდნენ.

მოახლოებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე კი ხელისუფლება, რომელმაც ყველაზე უკეთ იცის თავისუფალი მედიის როლი, ცდილობს, რეგიონებში არ დაუშვას ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანიების გამოჩენა, რომელიც, შესაძლოა, განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანების საკუთრებაში აღმოჩნდეს.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება გურიის ტელევიზიის ყოფილი მფლობელის, მერაბ სიორიძისა და მისი ყოფილი ბიზნესპარტნიორის მარინა ვასილევა-ხარაბაძის დავას. ხარაბაძე მერაბ სიორიძეს 308 000 აშშ დოლარს ედავებოდა და ამასთანავე, ითხოვდა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას, რომლითაც გურიის ტელევიზიის 100-პროცენტიანი წილი მერაბ სიორიძემ მის შვილს ხათუნა სიორიძეს გადასცა.

ტელეკომპანია “გურიას” გარშემო 1991 წელს დაწყებული დავის შედეგი, უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით საბოლოოდ გახდა ცნობილი.

ამ გადაწყვეტილების თანახმად, ტელეკომპანია “გურიას” 100%-იანი მფლობელი რუსეთის მოქალაქე, მარინა ხარაბაძე-ვასილევა გახდა და მისი ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

ხათუნა სიორიძის ადვოკატის თედო კობახიძის განმარტებით, 5 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს, რადგან ხათუნა სიორიძეს არ ჰქონდა ჩაბარებული შეტყობინება იმის შესახებ, რომ საქმე იხილებოდა. კობახიძის თქმით, 10 დეკემბერს მათ ჩაბარდათ უზენაესი სასამართლოს მიერ 9 დეკემბრით დათარიღებული განჩინება იმის შესახებ, რომ მარინა ვასილევას უფლებამონაცვლედ (მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე) საქმეში ჩაება ვინმე მალხაზ საბაძე.

უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ტელეკომპანიას ახალი და საზოგადოებისთვის უცნობი მფლობელები ჰყავს. ყოველ შემთხვევაში, მედიისგან და ამ საქმიანობისგან საკმაოდ შორს მდგომები და საქმის მასალების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მათი მთავარი მიზანი ტელეკომპანიიდან ფულის ამოღებაა.

არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში ტელეკომპანიის მფლობელებად ის ადამიანები ვიხილოთ, რომლებიც კარგად ფლობენ ტელევიზიის მართვის ბერკეტებს, ოღონდ ხელისუფლების სასარგებლოდ.

აურზაური “გურიის” გარშემო ასე დაიწყო…

სიორიძის გაყალბებული ხელმოწერა და 10 მილიონი რუსული რუბლი

1991 წელს, მარინა ვასილევამ ტელეკომპანიის განვითარებისთვის 10 მილიონი რუსული რუბლი ჩადო და ტელეკომპანიის 50%-იანი მეწილე გახდა.

2003 წელს, ვასილევამ პროკურატურას მიმართა _ სიორიძემ ჩემ მიერ ჩარიცხული თანხა თაღლითური გზით მიითვისა და ამით ზიანი მომაყენაო. მან ოზურგეთის სასამართლოში სარჩელიც შეიტანა და მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება _ მერაბ სიორიძისთვის 308 756 აშშ დოლარის დაკისრება და ხათუნა და მერაბ სიორიძეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა, მაგრამ საქმის განხილვა შეჩერდა სისხლის სამართლის საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე. თუმცა, მანამდე, მერაბ სიორიძე პროკურატურამ დააკავა და საქმეში მის მიერ ნაწილობრივ აღიარებითი ჩვენებაც დევს.

ამ დავის პარალელურად, მერაბ სიორიძემ ტელეკომპანიაში არსებული თავისი 100%-იანი წილი მის შვილს, ხათუნა სიორიძეს აჩუქა. მას შემდეგ, რაც მარინა ვასილევამ შეიტყო, რომ სიორიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა, ოზურგეთის საქალაქო სასამართლოს მიმართა სამოქალაქო სარჩელით.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ვასილევას სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. ამასთან, ოზურგეთის სასამართლომ მერაბ სიორიძის მიერ ხათუნა სიორიძისთვის ტელევიზიის ჩუქების ხელშეკრულებაც გააუქმა.

ეს გადაწყვეტილება სიორიძეებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. 2006 წლის 24 ივლისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მერაბ სიორიძის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მერაბ სიორიძის გამოუცხადებლობას კი საქმეში ჩადებული საბუთი ადასტურებდა მისივე ხელმოწერით, თითქოსდა, მან სასამართლოდან გაგზავნილი უწყება ჩაიბარა.

არადა, იმ პერიოდში, მერაბ სიორიძე საქართველოში არ იმყოფებოდა და არც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნული პროცესის შესახებ იცოდა. ოფიციალური მონაცემებით, მან საქართველო 2006 წლის 2 ივლისს დატოვა და 2008 წლამდე საქართველოში არ შემოსულა.

ვინ გააყალბა მისი ხელმოწერა, დღემდე დაუდგენელია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, გადაწყვეტილების აღსრულება მოხდა და მარინა ვასილევამ ტელეკომპანია “გურიას” ასპროცენტიანი წილი აუქციონზე შეიძინა.

მოგვიანებით მერაბ სიორიძემ, თავისი წარმომადგენლის მეშვეობით გაასაჩივრა 2006 წელს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორედ იმ მოტივით, რომ მისი ხელმოწერა გაყალბებული იყო.

2010 წლის 11 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2006 წელს ოზურგეთის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გააუქმა და მერაბ სიორიძის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა, რის საპასუხოდაც მარინა ვასილევამ უზენაეს სასამართლოს მიმართა.

ამ ამბავში მეტად საინტერესოა ერთი დეტალი: 1991 წელს, სიორიძესა და ვასილევას შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, ვასილევას მოგების 50% კვარტალში ერთხელ უნდა მიეღო. მას ეს მოგება არც თავიდან მიუღია და არც შემდეგ. მაგრამ, რატომღაც, 12 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ მიყენებული ზარალი გახსენებოდა და დავა 2003 წლიდან დაიწყო.

თავდაპირველად მან სამტრედიის პროკურატურას მიმართა და 2003 წელს, მერაბ სიორიძე დაიჭირეს. მას ბრალი თაღლითობაში წარედგინა და ნაწილობრივ დამნაშავედ სცნო კიდეც თავი, ანუ დაეთანხმა ბრალს 10 000 000 რუსული მანეთის თაღლითური გზით მითვისების თაობაზე.

2004 წელს ის მეორედ დაკითხეს და უკვე აღარ ცნო თავი დამნაშავედ. საქართველოს გენერალური პროკურატურის 2005 წლის 14 ივნისის დადგენილებით, მერაბ სიორიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო შეწყდა.

სწორედ ამის შემდეგ იწყება ის სასამართლო დავები, რომელზედაც ზემოთ ვისაუბრეთ და რომელთა საბოლოო შედეგი სულ რამდენიმე დღის წინ უზენაეს სასამართლოში დადგა.

გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება!

ასეთი ვერდიქტი გამოიტანა უზენაესმა სასამართლომ მარინა ხარაბაძე-ვასილევას სასარგებლოდ 18-თვიანი დუმილის შემდეგ.

მოგეხსენებათ, უზენაესი სასამართლო საკასაციო წესით მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იხილავს საქმეს.

სწორედ 18-თვიანი დუმილის შემდეგ გადაწყვიტა უზენაესმა სასამართლომ, რომ ტელეკომპანია “გურიას” საქმე მისი პრაქტიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი გახლდათ.

რატომ გახდა ესოდენ დიდი მნიშვნელობის საქმე, რომელიც ერთი ჩვეულებრივი ხელშეკრულების ბათილობასა და ზიანის ანაზღაურებას ეხებოდა?!

რატომ გადააწერეს საკმაოდ გამოცდილი მოსამართლის, მაია სულხანიშვილის საქმე ვასილ როინიშვილს?!

რატომ იმსჯელეს ამ საქმეზე დაჩქარებული წესით და ვის ჩააბარეს ესოდენ მივიწყებული საქმე?!

საქმის განმხილველი შემადგენლობის მომხსენებელი მოსამართლე და თავმჯდომარე გახლდათ კოტე კუბლაშვილის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე, ვასილ როინიშვილი.

ავტობიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, როინიშვილის მოღვაწეობის დიდი ნაწილი პროკურატურას უკავშირდება 2004-დან 2009 წლის ჩათვლით: 11.2008 _ 10.2009 _ მთავარი პროკურორის მოადგილე; 12.2006 _12.2008 _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი; 06.2004 _ 12.2006 _ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი; 02.2004 _ 06.2004 _ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო.

როგორც ჩანს, მედიის ბედს სხვას არავის ანდობენ, თუ არა პროკურატურის გამოცდილ მუშაკებს და არც ის არის შემთხვევითი, რომ სასამართლომ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შეესრულებინა თავისი კანონისმიერი ვალდებულება, ხელი შეეწყო მხარეებისთვის მორიგების მიღწევაში.

ადვოკატ თედო კობახიძის თქმით, დავასთან დაკავშირებით მხარეებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და შესაძლებელი იყო საქმე მორიგებით დასრულებულიყო, რის გამოც საქმის მხარეთა დასწრების გარეშე განხილვა, მორიგების შესაძლებლობებს მინიმუმამდე დაიყვანდა ან საერთოდ შეუძლებელს გახდიდა.

უზენაესმა სასამართლომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მორიგება არ შემდგარიყო… ამ ეტაპზე, მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება!

სტრასბურგამდე კი ძალიან შორი გზაა გასავლელი…

P.S. მასალის მომზადების პერიოდში ჩვენ დავუკავშირდით მარინა ხარაბაძე-ვასილევას წარმომადგენელს, ნანა აფხაიძეს, რათა მათი მხარის პოზიციაც დაგვეფიქსირებინა. თავდაპირველად მან განაცხადა, რომ ის არ გახლდათ მარინა ვასილევას ადვოკატი. მას შემდეგ, რაც განვუმარტეთ, რომ ყველა ოფიციალურ საბუთში ის იყო მოხსენიებული, აღარ უარუყვია ეს ფაქტი. თუმცა, გაგვიცხადა, რომ მისი მარწმუნებლის ნებართვის გარეშე ის ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებდა. ჩვენს კითხვაზე, რატომ აუკრძალა მას მარინა ვასილევამ მედიასთან კონტაქტი, განაცხადა, რომ რაიმე სახის აკრძალვა არ ჰქონია, მაგრამ ამ ეტაპზე თავს შეიკავებს: “მე თვითონ მიკავშირდება ხოლმე მარინა ვასილევა და ვკითხავ, რამდენად მიზანშეწონილიად მიაჩნია მას კომენტარის გაკეთება, მანამდე კი ვერაფრით დაგეხმარებით”.

რაც შეეხება რაიმე სახის გარიგებას მერაბ სიორიძესთან, ნანა აფხაიძემ თქვა, რომ ამის შესახებ ის ინფორმაციას არ ფლობს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

ოზურგეთში 75 წლის კაცს ავტომობილი დაეჯახა

22:44; 12 დეკემბერი, 2025
სამართალი

სისხლიანი დაპირისპირება სკოლის მოსწავლეებს შორის

18:09; 12 დეკემბერი, 2025
სამართალი

ავარია ქობულეთში _ ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა

16:59; 12 დეკემბერი, 2025
სამართალი

ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

10:21; 12 დეკემბერი, 2025
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

10:18; 12 დეკემბერი, 2025

გახსნილი საქმის დეტალები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

ყველა სიახლე

სამართალი

ოზურგეთში 75 წლის კაცს ავტომობილი დაეჯახა

22:44; 12.12.2025
ზაფრანი

ხვალ, 13 დეკემბერს, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ზოდიაქოს ეს ნიშანი

19:43; 12.12.2025
ფინანსები

რა ეღირება დოლარი და ევრო უქმეებზე

19:28; 12.12.2025
სამართალი

სისხლიანი დაპირისპირება სკოლის მოსწავლეებს შორის

18:09; 12.12.2025
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას!

17:17; 12.12.2025
ფინანსები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – 2025 წლის სექტემბერში ყველა პარტიამ ჯამში 6 909 602 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, რომლის 59% „ქართულ ოცნებაზე“ მოდის

17:05; 12.12.2025
სამართალი

ავარია ქობულეთში _ ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა

16:59; 12.12.2025
ფინანსები

მთავრობის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 1 685 პენსიონერს ან მის მემკვიდრეს შეეხება

16:37; 12.12.2025
საზოგადოება

ამინდი მკვეთრად უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება

16:28; 12.12.2025
საზოგადოება

ბენდუქიძის ფონდი 2026 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს 4 მლნ ლარით დააფინანსებს

16:00; 12.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

15:40; 12.12.2025
პოლიტიკა

საკადრო ცვლილებები ოზურგეთში

15:00; 12.12.2025
ფინანსები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

14:23; 12.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: 20 ივნისზე ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით განვაახლეთ გამოძიება

14:14; 12.12.2025
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: საქართველო სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერებით ევროპის საუკეთესო სამეულშია

13:54; 12.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

11:51; 10.12.2025
0

“ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

11:04; 10.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო