უკრაინის ჯანმრთელობის სამინისტროში უწყების ყველა დეპარტამენტის უფროსი გათავისუფლებულია, _ ამის შესახებ მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა განაცხადა.
"გუშინ დაიწყო სრული რეორგანიზაცია. რამდენიმე თანამშრომელმა თავად დაწერა განცხადება გათავისუფლების შესახებ, დანარჩენები რეორგანიზაციის დამთავრებას დაელოდებიან, თუმცა, ამ პერიოდში არ მიშაობენ," _ აღნიშნა კვიტაშვილმა.
განცხადება გათავისუფლების თაობაზე დაწერა მინისტრის მოადგილემ ალიონა ტერეშჩენკომ.
კვიტაშვილი ამბობს, რომ ხელმძღვანელ პოსტებზე მუშაობის დაწყების მსურველებთან გასაუბრების გავლას აპირებს: "პროცესი გამჭვირვალე იქნება. ჩვენ ახალი გუნდი უნდა დავაკომპლექტოთ."