ქალაქ ოზურგეთში, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრში, დღეს, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.
კონცერტში მონაწილებას იღებენ ქართველი მომღერლები: ნუგზარ კვაშალი, ბესო კალანდაძე, ვახტანგ ტატიშვილი, ნუგზარ ერგემლიძე, ზურა კობეშავიძე და პარადოსტი, ბიძინა მახარაძე. საღამოს ბესო ჩუბინიძე წაიყვანს. კონცერთი 16:00 საათზე დაიწყება.
"ეს არის ნახევრად საქველმოქმედო კონცერტი. თანადგომას ვუცხადებთ ქართველ მომღერლებს უჩა კორძაიას და ზურა დოიჯაშვილს. დიდი ხანია არ ვყოფილვართ გურიაში და აქედან გამომდინარე, ოზურგეთში ვატარებთ კონცერტს. ძალიან მოგვენატრა აქ ჩატარებული კონცერტი, განსაკუთრებით გურულებს. დღეს ვინც იმღერებს ყველა გურული არ არის, მაგრამ მეუღლები ჰყავთ გურულები ვფიქრობ, რომ გურული ქალის ყოლა ყველას არ შეუძლია, ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით", _ გვითხრა ნუგზარ კვაშალმა.