https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საკრებულოს სამმაგი სტანდარტები

4:12; 15.12.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ამ ყველაფრის შემდეგ, კიდევ მეტად უცნაურად გამოიყურება მათ საპასუხო წერილში მოყვანილი ასეთი ფრაზები: “სამწუხაროა, რომ მსგავსი, რბილად რომ ვთქვათ, “უზუსტობები” ხშირად გამოიყენება სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ხმამაღალი განცხადებებისა და სარეიტინგო მაჩვენებლების ხელოვნურად ამაღლების საშუალებად. ჩვენ მსგავს ქმედებებსა და პროვოკაციულ მცდელობებს ვემიჯნებით და მოვუწოდებთ საზოგადოებას საქმიანი ოპონირებისაკენ!”

ცოტა გაუგებარია რა იგულისხმება ამ ტექსტში, მაგრამ რადგან ოპონირებისკენ მოგვიწოდებთ, მზად ვართ, ყველაფერი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით მოვუთხროთ მკითხველს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ალეკო მამეშვილის განცხადებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამტკიცებულად იმ შემთხვევაში ითვლება, თუ მას ხმას საკრებულოს 19 დეპუტატი მისცემს: _ დებულების თანახმად, ბიუჯეტის დამტკიცებას ხმა უნდა მისცეს 19 დეპუტატმა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში იქნება ის მიღებული, _ აღნიშნა 9 დეკემბერს, “გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბარში მამეშვილმა. ამასვე მოწმობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების 89-ე მუხლი, რომელიც საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზევეა გამოქვეყნებული _ დებულების თანახმად, “ბიუჯეტის პროექტს ამტკიცებს საკრებულო საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით”. ამის მიუხედავად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2012 წლის ბიუჯეტი 18 ხმით, ტაშის კვრით, გასული კვირის პარასკევს მიიჩნია დამტკიცებულად. ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა დარბაზში მყოფმა ოთხმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა _ “გურიის თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა თემურ სალუქვაძემ, ფრაქცია “ქრისტიან დემოკრატების” ლიდერმა კახა ღლონტმა, სოფელ მელექედურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ხინთიბიძემ და სოფელ კონჭკათის მაჟორიტარმა დეპუტატმა ალეკო ტუღუშმა.

ოთხი საათის განმავლობაში, 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა, დაცარიელებულ დარბაზში მიმდინარეობდა. მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვას არაკომერციული, არამომგებიანი იურიდიული პირების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ. მმართველი პარტია კვორუმის პრობლემის წინაშე დადგა, შესვენება გამოაცხადა და კენჭისყრის დაწყების წინ ორი დეპუტატის “მობილიზება” მას შემდეგ შეძლო, რაც საკრებულოს თავმჯდომარემ დარბაზში არმყოფ დეპუტატებს სათითაოდ გაკიცხვა დაუწყო. გადარეკვა-გადმორეკვის შემდეგ, სხდომას ერთი “ნაციონალი” და ერთიც ოპოზიციონერი დეპუტატი შეემატა და საერთო რაოდენობამ 22 შეადგინა.

განცხადებების ქრონოლოგია ანუ “კახა, თემურ, გურამ, გადმოდით წინ…”

დღის წესრიგის წაკითხვამდე, საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს თავიანთი ადგილების დაკავებისკენ მოუწოდა:

“ძალიან გთხოვთ, დეპუტატებო, თქვენი ადგილი დაიკავეთ. კახა, თემურ, გურამ, გადმოდით წინ. რაღაც ისე ვქნათ, რომ დეპუტატებმა დავიკავოთ ჩვენი ადგილი”.

დეპუტატებმა მათთვის განკუთვნილი წინა რიგების დაკავების შემდეგ, მამეშვილისგან მადლობაც კი დაიმსახურეს, რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა გახსნილად გამოაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა: “საკრებულო უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, რადგან სხდომას ესწრება 26 დეპუტატი”.

პრეზენტაციის მიმდინარეობისას, საკრებულოს დარბაზი დაცარიელდა, შესვენების შემდეგ კი, მამეშვილმა ამ შინაარსის განცხადება გააკეთა (სტილი დაცულია): “პირველ რიგში, საყვედურს ვამბობ იმ დეპუტატების მისამართით, რომლებიც ბრძანდებოდნენ და აი, ასეთ დღეს, როცა უნდა მიიღოს საკრებულომ 2012 წლის ბიუჯეტი, თითქოს გამოუჩნდათ უფრო მნიშვნელოვანი საქმე. დეპუტატი ხარ, ხარ ხალხის რჩეული სოფელსა თუ ქალაქში. რა უნდა იყოს იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე შენი ბიუჯეტი, რომელიც მთავარი ძარღვი და არტერიაა მუნიციპალიტეტის. მაინტერესებს რა უფრო მნიშვნელოვანი საქმე აქვთ შოთა მარგალიტაძეს, თეიმურაზ ქინქლაძეს, გიორგი ხუჭუას, ნესტორ ჟღენტს, დავით დოლიძეს, გურამ მიქელაძეს, თემურ სალუქვაძეს?”

კენჭისყრის პროცესამდე რამდენიმე წუთით ადრე, დეპუტატებს შემოუერთდნენ ნაციონალი მიქელაძე და ოპოზიციონერი სალუქვაძე, თუმცა, როგორც იმ დღეს შედგენილ ოქმში იკითხებოდა, ერთი დეპუტატი დოლიძე უკან, შეუმჩნეველ ადგილას იჯდა. ანუ საკრებულოს სხდომის დაწყების დროს რეგისტრაცია გაიარა 26 დეპუტატმა, შესვენების შემდეგ მათი რიცხვი 7-ით შემცირდა და 19 შეადგინა; შემდგომ, 2 დეპუტატი დაემატა, რისი დამამტკიცებელი ფოტომასალა ჩვენ გაგვაჩნია და როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ირწმუნებოდნენ, ერთიც _ რომელიც, საკრებულოს თავმჯდომარის განცხადების მიხედვით, ისეთ ადგილას იჯდა, რომ არავის შეუმჩნევია (?!).

“ეს არის შეურაცხყოფა. გავაგრძელოთ სხდომა. სხდომას ესწრება 21 დეპუტატი. რა თქმა უნდა, უფლებამოსილი ვართ, რომ განვაგრძოთ სხდომა. პირველად მოხდა, რომ შესვენება დაგვჭირდა,” _ საკრებულოს თავმჯდომარის ამ გამოსვლის შემდეგ, სხდომა გამგებლის გამოსვლით გაგრძელდა.

სატელეფონო საუბარი

ალეკო მამეშვილი ამ სხდომიდან მეორე დღეს თავად დაგვიკავშირდა. როგორც თავად განმარტა, მისი ინიციატივა, მხოლოდ და მხოლოდ სწორი ინფორმაციის მიწოდებით იყო მოტივირებული. თუმცა, ამ საუბარმა უფრო მეტი კითხვის ნიშანი და გაუგებრობა გამოიწვია, ვიდრე ეს სხდომის დასრულების შემდეგ არსებობდა (სატელეფონო საუბრის სტილი დაცულია მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმემ ტექსტის ინტერპრეტირებაში არ დაგვდოს ბრალი):

_ რაღაც ჩემები მეუბნებიან, რომ გუშინ ინფორმაცია მოგაწოდეს არასწორი, გუშინდელ დღესთან დაკავშირებით და მეც მინდოდა თუკი რაიმე დამატებით საჭიროა ჩემგან ინფორმაცია, რომ მომეცა, რომ რაღაც გაურკვევლობა არ ყოფილიყო. სხდომა ჩატარდა მართლა წესის დაცვით, კანონით. ბიუჯეტს მხარი 19 ადამიანმა დაუჭირა. რა ვიცი, ნახე შენ, გადახედე სიასაც და ჩემს მიერ ვინ დეპუტატებიც დასახელდა. სწორია რეალურად ხო?

_ ბატონო ალეკო, სანამ დღის წესრიგს დაამტკიცებდით, თქვენ სხდომა უფლებამოსილად გამოაცხადეთ და საჯაროდ თქვით, რომ სხდომას ესწრებოდა 26 დეპუტატი, შესვენების შემდეგ კი, თქვენ იმ დეპუტატებს გამოუცხადეთ საყვედური, რომლებმაც სხდომა დატოვეს. ჩვენ მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში, თქვენ ასახელებთ იმ შვიდი დეპუტატის გვარს, რომლებიც შესვენების შემდეგ, სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდნენ…

_ ოქმში იყო 1 ადამიანის მიერ, რომელიც ამბობს, რომ არ დამინახია ბოლქვაძე და დოლიძეო, მაგრამ შენ ხომ ფოტოც გქონდა და ვიდეოც და მე მგონი დაფიქსირებულია და ყველა შეწუხებული არის, რომ რატომ მოხდა ოქმში ისე, რომ ვთხოვე ვისაც ეკუთვნის აღრიცხვა, ქალბატონ ნათიას, მე თვითონ ამოვიკითხე სია და ნათიას ვთხოვე, რომ ნახე რამდენი დეპუტატია,-თქო. იყო 23 დეპუტატი, 4-მა აქედან ნამდვილად არ დაუჭირა მხარი, არ მიიღო მონაწილეობა და 19-მა ხელი აიწია. ვინც არ იყო ჩვენები შესვენების დროს, რომ წავიდნენ, ისინი თავისთავად არ იყვნენ დარბაზში. რაღაც მინდა გითხრა, რომ გაუგებრად და არასწორ ინფორმაციად ნუ გავიგებთ, მე გეუბნები, რომ ასე ჩატარდა სწორად, თუმცა, რაღაც ხარვეზები შეიძლება ყოფილიყო.

23 დეპუტატი იჯდა, ახლა რას იმას შვებით რო, ჩამოგითვლი ყველას სახელს ვინც მიიღო მონაწილეობა და ვერ იტყვის ვერავინ, ვერც პოზიციური, ვერც ოპოზიციური, ჟურნალისტებიც ვინც იყავით, რომ რომელიმე არ იყო იმ დროს დარბაზში, მოდით ამ სიას გადახედე, ვინ იყო ის 19 ადამიანი და თუკი ეჭვი გექნებათ, მოდი მაშინ ვისაუბროთ, რომ არ იყო მაშინ დარბაზში. რომ რაღაცა იყოს, მე არც გავბედავდი და არ მივცემდი თავს უფლებას დამერეკა და მეთქვა შენთვის. მე მინდა, რომ სწორი ინფორმაცია გქონდეს, იმიტომ შემოგეხმიანე.

_ ოქმში 21 დეპუტატი იყო დაფიქსირებული, თუმცა, როგორც ოქმის შემდგენმა მითხრა, ერთი დეპუტატი მას შემდეგ შეიყვანეს ოქმში, როცა დარბაზში მყოფმა გამგეობის ერთ-ერთმა თანამშრომელმა უთხრა, რომ დეპუტატი, თურმე, უკანა რიგებში იჯდა.

_ ოქმში არაფერი არ იყო, ოქმში იყო იმის დაწერილი და ოქმი არის სამი დღის ვადაში უნდა მომზადდეს, ოქმში რომ ჩაიწერება პირობითად, რომ იყო 22 დეპუტატიო და ვინმე დეპუტატი თუკი იყო 23-ე, მე როგორც ვამბობ, ის რომ იტყვის მე ვიყავი და რატომ არ შეგყავართ ოქმშიო, ამასაც უნდა პასუხის გაცემა. მე გეუბნები, თუ კი გაქვს მასალა, ამ სიტუაციაში ვარ მე რაოდენობრივად მართალი, თუკი ვინმე გაწვდით არასწორ ინფორმაციას, რაღაც უხერხულობები ვარდება და უხერხულობები და არ მინდა რომ ეგ მოხდეს, რადგან რეალურად იყო ის სიტუაცია, რასაც მე გეუბნები ის 19 დეპუტატი, პლიუს 4 დეპუტატი, ანუ 23 თითოეულს გავესაუბროთ, გაესაუბრე ჩემს გარეშე, ვინც ამბობს რომ 22 იყოო, ისიც გაესაუბრა იმ 23-ვეს და ვფიქრობ, რომ არის გადაწყვეტილი და დარწმუნებული, მინდა იცოდე, რომ რეალურად არის ეს სიტუაცია… ვინც არ იყო, ის თავისთავად არ იყო, ვერც გავბედავთ და არც ითქმებოდა, გეუბნები 23 დეპუტატიდან 19-მა ნამდვილად დაუჭირა მხარი, მე ჩემებსაც ვუთხარი ბარემ გუშინ გეთქვათ-თქო, რაღა ახლა იმას შვებოდენ, თუ გუშინ ასეთი სიტუაცია იყო, ახლა მეც რო გავთვალე და მეც რო გამოვაცხადე, ესეც კარგი დარჩა, რო კვორუმი იყო, რომ დაგვეწყო… მარა ხმის მიცემის დროს 19 დეპუტატმა ნამდვილად დაუჭირა მხარი, _ გვიმტკიცებდა რამდენიმე წუთის განმავლობაში სატელეფონო საუბარში ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე.

18 დეპუტატის ამბავი და ოქმი #18

ალბათ შემთხვევითი არც ისაა, რომ საკრებულოს 18 დეპუტატის ამბავი #18 ოქმში აისახა.

ოქმში ვკითხულობთ, რომ სხდომას, 28 დეპუტატი ესწრებოდა. აქვე ისიცაა განმარტებული, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტი მიიღეს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. შესვენების შემდეგ, ჩატარდა სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა ხელახალი რეგისტრაცია. სხდომას ესწრებოდა 23 დეპუტატი. აქედან, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო საკრებულოს 19 წევრმა, ხოლო 4 წევრმა უარი განაცხადა კენჭისყრაში მონაწილეობაზე.

მარტივი არითმეტიკა

შევაჯამოთ საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადებები.

26-7=19+2=21+1 (ანუ დეპუტატი, რომელიც თურმე უკან იჯდა) = 22- 4 =18. ამის გამოთვლა, ზეპირი ანგარიშითაც კი, პირველკლასელ მოსწავლესაც არ გაუჭირდებოდა…

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ “არაკომპეტენტურად მონათლული” იურისტების განმარტებები კი ასეთია:

როგორც “გურია ნიუსს” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის წარმომადგენლობის ადვოკატმა ქეთი თოიძემ განუცხადა, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება წარმომადგენლობითი ორგანოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. აქედან გამომდინარე, ბიუჯეტის პროექტი არ შეიძლება დამტკიცებულად ჩაითვალოს, თუკი მას მხოლოდ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. თუკი დღესდღეობით საკრებულოს სიითი შემადგენლობა განისაზღვრება 37 დეპუტატით, ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას სჭირდებოდა, მინიმუმ, 19 დეპუტატის ხმა.

როგორც “გურია ნიუსს” “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა უთხრა, ბიუჯეტის დამტკიცებისთვის მხარი 20 დეპუტატს მაინც უნდა დაეჭირა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი დამტკიცებულად არ ითვლება.

“ცალსახად ვიტყვი, რომ ბიუჯეტი არ არის დამტკიცებული”, _ თქვა ჩვენთან სატელეფონო საუბარში იურისტმა ალექსანდრე ბარამიძემ.

სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი, ვლადიმერ სიხარულიძე, განმარტავს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობა, ორგანული კანონის თანახმად, 39-ია. სიითი შემადგენლობით კი 37-ი.

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 78-ე მეორე პუნქტის თანახმად, “ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო საჯაროდ იხილავს ბიუჯეტის პროექტს და ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე იღებს გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ. გადაწყვეტილება ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ მიიღება წარმომადგენლობითი ორგანოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით”.

P.S. კვორუმის პრობლემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პირველი არ არის, არც ოქმში ჩასწორების შემთხვევაა პირველი და ამას ის აუდიოჩანაწერები ადასტურებს, რომელიც “გურია ნიუსის” არქივში ინახება და რომელიც ამჯერად არ გამოგვიქვეყნებია.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

რა კავშირი აქვს "არმანის" კოლექციას ტელეკომპანია "გურიასთან"?

50 წლის მამაკაცი მკვდარი იპოვეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

ვინ ვეღარ ისარგებლებს საყოველთაო ჯანდაცვით – რა წერია ახალ ბრძანებაში

20:27; 14.02.2026
საზოგადოება

ოზურგეთელმა ქალბატონმა ქუჩაში ფული იპოვა

18:28; 14.02.2026
საზოგადოება

“ალა­პა­რაკ­და სკვერ­ში ცე­მის თვითმხილ­ვე­ლე­ბი!” – რას წერს მოკლული მასწავლებლის დედა

16:40; 14.02.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

16:33; 14.02.2026
საზოგადოება

ოზურგეთში ახალი ცენტრი „ნაბიჯი სინათლისკენ” _ განვითარების აკადემია/,,Steb Towaed the Ligt” -Development Academy გაიხსნა

14:53; 14.02.2026
ზაფრანი

17 თებერვალს მზის დაბნელებაა – ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება

14:17; 14.02.2026
მსოფლიო

ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

13:38; 14.02.2026
სამართალი

შსს-მ სამი არასრულწლოვანი დააკავა

13:06; 14.02.2026
საზოგადოება

ვინ ვერ დასაქმდება სკოლაში – შეზღუდვები მასწავლებლებისა და სკოლაში დასქმების სხვა მსურველებისთვის

12:40; 14.02.2026
საზოგადოება

გამოქვეყნდა, რომელ პროგრამაზე რამდენ აბიტურიენტს მიიღებენ სახელმწიფო უნივერსიტეტები 2026 წელს – ადგილების რაოდენობები

12:01; 14.02.2026
საზოგადოება

„აბიტურიენტებს ასარჩევად სამ პროფესიულ მიმართულებასაც შევთავაზებთ, გამოცხადდება 10 000 ადგილი“

11:59; 14.02.2026
საზოგადოება

„მოსალოდნელია უჩვეულო დათბობა“ – მეტეოროლოგი უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აკეთებს

11:49; 14.02.2026
საზოგადოება

შსს პოლიციელებისთვის დამატებით 200 სამკერდე კამერას შეიძენს

11:45; 14.02.2026
საზოგადოება

“მომწამვლელია, ის სიკვდილს იწვევს” _ ექიმის საგანგებო გაფრთხილება საზოგადოებას

10:37; 14.02.2026
საზოგადოება

ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს – ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე

10:26; 14.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო