საქართველოს პრეზიდენტი აღდგომის დღესასწაულს გრიგორიანული კალენდრით მოქმედი კონფესიების წარმომადგენლებს ულოცავს.
"ძვირფასო თანამოქალაქენო, გულითადად გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ ამ წმინდა დღეს. ამ უდიდეს დღესასწაულს ჩვენ ვუკავშირებთ საყოველთაო განახლებისა და უკეთესი მომავლის რწმენას. დაე განახლების ამ სულმა კეთილდღეობა, მშვიდობა და ბედნიერება მოიტანოს თქვენს ოჯახებსა და ჩვენს სამშობლოში."
დღესასწაულს ულოცავს პრემიერ-მინისტრიც.
"დღეს ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი მაცხოვრის აღდგომის დღეს ზეიმობს. ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს ყველა ჩვენს თანამემამულეს, ვისთვისაც 5 აპრილი იესო ქრისტეს აღდგომის დღესასწაულია.
აღდგომა საყოველთაო განახლების, სიცოცხლის დღესასწაულია და უდიდესი სიხარულია ყველაქრისტიანისათვის. ვუერთდები ჩვენი თანამემამულეების ამ დიდ სიხარულს, ვუსურვებ მათ მშვიდობასა დაწინსვლას."