დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საბავშვო ბაღის ეზოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამსახურის ინიციატივით, პავლოვნიას ნერგები დარგეს.
"ეს ინიციატივა ჩვენ გვეკუთვნის. დღეიდან ვიწყებთ და მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღს, რომლის ხელმძღვანელობასაც ექნება სურვილი, დაწესებულების კარმიდამო გაამშვენიეროს, ვჩუქნით ამ უნიკალური მცენარის, პავლოვნიას ნერგებს. მთავარია, დაგვახვედრონ ამოღებული ორმოები, ლამი, ნაკელი და ცოტა არაორგანული სასუქი, როგორც ამის ორგანიზება გააკეთა აღნიშნულ სოფელში, გამგებლის წარმომადგენელმა ბადრი თავდუმაძემ. ჩვენვე დავრგავთ", _ გვთხრა აგრონომმა აკაკი ღლონტმა.
სოფელ ოზურგეთის საბავშვო ბაღის მენეჯერმა ლელა მალაზონიამ მადლიერებით აღნიშნა, რომ განსაკუთრებით საამაყო და საშვილიშვილო საქმეა, როცა ნორჩ აღსაზრდელებს ნერგებს ჩუქნიან.