ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, “ოქროს მუხუროდ” წოდებულ უბანში მცხოვრები, 50 წლის ავთო გორდელაძე მოულოდნელად ოჯახიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს იგი, გზის სავალის ერთ მხარეს, არც ისე დიდი ზომის ხრამში მკვდარი იპოვეს. მიცვალებულს შუბლის არე ნახევრად დაჩეჩქვილი აქვს. ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებში, ბუნებრივია, ამ ფაქტმა ეჭვი წარმოშვა _ ვინმემ რაიმე განზრახვით ხომ არ მოკლა ან ავარიას ხომ არ ჰქონდა ადგილი, რის შემდეგ დამნაშავე მიიმალა?
სოფელ ლიხაურის მაჟორიტარი დეპუტატის თამაზ სალუქვაძის თქმით, სავარაუდოდ, ეს უფრო უბედური შემთხვევა იყო: _ ალბათ, შინ მიმავალი ავთო გორდელაძე წაიქცა და მიწაზე თავით დაეცა, რამაც სიკვდილი გამოიწვია. შუბლის არე ამიტომაც უნდა ჰქონდეს დაზიანებული. თუმცა, ამ ყველაფერს გამოძიება დაადგენს. რომ გარდაცვლილი ძალიან კარგი, უკონფლიქტო და უწყინარი პიროვნება იყო, _ თქვა სალუქვაძემ.
როგორც “გურია ნიუსს” გურიის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსმა ისააკ ლომთათიძემ უთხრა, გურიის საგანგებო სიტუაციების სამსახურში ამ უბედური შემთხვევის შესახებ არანაირი შეტყობინება არ შესულა.