თავდაცვის მინისტრის მიერ გადაცემა "პირველი სტუდიაში" გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც მუხათგვერდის სასაფლაოზე გამართულ სამგლოვიარო ცერემონიას, სადაც 2008 წლის ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების ფრაგმენტები დაკრძალეს, იმ მიზეზით ვერ დაესწრო, რომ მინისტერაილზე იმყოფებოდა, დღემდე განხილვის თემაა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ სამწუხარო ამბავი მოხდა:
_ ვახ მე! თუ ისეთი არაფერი ხდებოდა ცერემონიალი და მოადგილეები რათ იყვნენ რათა? და თუ ცერემონიალი და მოდგილეები ჭირდებოდა საქმეს მინისტრის 10 წუთი, თანასამიტელ კოლეგებთან ერთად უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა.
რამე სიტყვით კი არ უნდა ვამტკიცოთ ასეთ დროს საქმით მარტივად გამოჩნდება ხოლმე.
უბრალოდ პრაგმატულადაც ასე ჯობს, ეხლა იქნება აი კურსს ცვლიან, რუსებს კიდევ ერთხელ გაუგორეს და ასეთები.
სამწუხაროა, _ წერს ხიდაშელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
იხილეთ ვიდეო: რატომ არ ესწრებოდა თავდაცვის მინისტრი მუხათგვერდის სასაფლაოზე სამგლოვიარო ცერემონიას