დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, 9 აპრილის ბაღის, ფურცელაძის, გუდიაშვილის, მანჯგალაძის, ჯორჯაძის, ვაჩნაძის, აბაშიძის, კოსტავას და მელიქიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარაბდის, შატბერაშვილის, ჟვანიას და კეკელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III კვარტლის, ნუცუბიძის და მარგიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის და უზნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის და სამგორის რაიონებში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, ლილოს II კვარტლის, საქსოფმანქის დასახლების, ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის და მუხაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ალექსეევკის დასახლების და რკინიგზის ჩიხის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის, ავშნის დასახლების, ილორის, ზარზმის და სარაჯიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას და ჩაჩავას ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქსოვრელის, თმოგვის, ბეჟანიშვილის და ილურიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.