საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის მარტში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 465 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 96.2% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 3.8% – არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი).
ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 1.020 დონეზე დაფიქსირდა.
ა.წ. მარტში ზრდა დაფიქსირდა წინა თვესთან (8.1%-ით), ხოლო კლება – წინა წლის იმავე თვეს-
თან (5.5%-ით) შედარებით.
2015 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა როგორც სამეწარმეო სუბიექტების (7.4%-ით), ისე არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა (27.8%-ით). განსხვავებული ტენდენცია დაფიქსირდა
წინა წლის იმავე თვესთან შედარებით: მარტში რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 6.1%-ით შემცირდა, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 14.9%-ით გაიზარდა.
ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარ-
მეო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად 1.011 და 1.339 დონეებზე დაფიქსირდა.
ა.წ. მარტში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2 442
ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 54.7%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 690 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 37.8%) სახით. როგორც ჩანს,
ბიზნეს სუბიექტთა 92.5% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას.
ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 168 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 150 კოოპერატივი, 9 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 4 სააქციო საზოგადოება და 2 უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი.