რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტომანქანის გადაბრუნების გამო შეფერხებული მოძრაობა აღდგენილია.
შემთხვევა 6 აპრილს გვიან ღამით რიკოთის უხელტეხილზე სოფელ ხუნევთან მოხდა. მკვეთრ მოსახვევში სავალი გზის ნაწილიდან გადაბრუნდა სატვირთო ავტომანქანა, რომელსაც დიდი რაოდენობით თხევადი ჟანგბადი გადაჰქონდა. ადგილზე დროულად გამოცხადნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის სამმართველოს მეხანძრე-მაშველები და ქიმიურ, რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების თანამშრომლები.
უსაფრთხოების მიზნით, მეხანძრე-მაშველებმა მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. საპატრულო პოლიციის მიერ მოხდა რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო გზის გადაკეტვა.
რამოდენიმე საათიანი მუშაობის შედეგად მოხდა სატვირთო მანქანისა და სპეციალური ავზის გაუვნებელყოფა და ჯანგბადით სავსე ავზის აფეთქების თავიდან აცილება. ჩატარებული სამუშაოების შედეგად არავინ დაშავებულა.