"გურია ნიუსის" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" წევრები დღეს კაჭრეთში დახურულ კარს მიღმა მსჯელობდნენ.
შეხვედრაზე, უმრავლესობის წევრებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს.
ჩვენი ინფორმაციით, ერთ-ერთ საკითხი საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილელებიც იყო.
როგორც "გურია ნიუსს" პრესსამსახურში განუცხადეს, დახურულ შეხვედრაზე უმრავლესობის წევრებმა პარტიის გაძლიერებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.
"ერთ–ერთი საკითხი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებიც იყო, თუმცა რაიმე გადაწყვეტილება, ან ჩამოყალიბებული აზრი, თუ რა სახის ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს, პარტიის წევრებს არ აქვთ", _ აცხადებენ პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი, არასაპარლამენტო ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საარჩევნო კოდექსში ცვბლილებების შეტანას ითხოვენ.
მათი აზრით, საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად ცვლილებები აუცილებელია.
ამავე თემაზე:
ცვლილებები საარჩევნო კოდექსში – ოპოზიციის მოთხოვნა და ხელისუფლების პასუხი