(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ლანჩხუთის ბაღებიდან რამდენიმე აღსაზრდელი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათ ერთნაირი სიპტომები _ პირღებინება აღენიშნებოდათ. ჩვენ დავუკავშირდით სამედიცინო ცენტრის ინფექცური განყოფილების გამგეს, მარინა გოგიჩაიშვილს, რომელმაც გვითხრა, რომ მხოლოდ ერთი ბავშვის შესახებ აქვს ინფორმაცია: “დღეს, როგორც ვიცი, ბავშვთა განყოფილებაში მიიყვანეს ერთი ბავშვი, სხვა ახალი შემთხვევის შესახებ ვერაფერს გეტყვით, ბავშვთა განყოფილებაში უფრო კონკრეტულად გეტყვიან,” _ გვითხრა მან. სამწუხაროდ, გუშინ, გვიან ღამემდე, ბავშვთა განყოფილების პოზიციის მოსმენა ვერ მოვახერხეთ, ტელეფონი გათიშული აქვს “ადიტტის” დირექტორს, თინათინ გოგუაძეს.
შეგახსენებთ, რომ წელს მოწამვლის მასობრივი ფაქტები ლანჩხუთში უკვე დაფიქსირდა _ ქალაქში მცხოვრებ რამდენიმე ათეულ ადამიანს, ძირითადად ახალგაზრდებს, ა ჰეპატიტი შეეყარათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამის მიზეზი ფეკალური მასებით დაბინძურებული წყალი ყოფილა.