საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოზურგეთში იმყოფება _ ის ამ წუთებში შევიდა “ავერსის” ახლად გახსნილი კლინიკის ეზოში.
როგორც ჩვენი კორესპონდენტი ტელეფონით გვაუწყებს, პრეზიდენტი პირველ რიგში კლინიკას დაათვალიერებს, შემდეგ ჟურნალისტებისთვის კომენტარს გააკეთებს და ამის შემდეგ, იქვე ეზოში შეკრებილ საზოგადოებას გაესაუბრება.
ჩვენი კორესპონდენტის თქმით, კლინიკის ეზოში შესვლა 100 მეტმა მოქალაქემ ვერ მოახერხა.
კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე ძირითადად ის ადამიანები იმყოფებიან, ვისაც პრეზედინტისთვის დახმარება უნდა ეთხოვა და ამის შესაძლებლობას არ აძლევენ.