ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშილის განცხადებით "ამინისტიის თემა "ნაცების" აგორებულია":
_ "ამნისტიის თემა "ნაცების" აგორებულია, მათ მიერ დაპატიმრებული უამრავი უდანაშაულო ადამიანი გათავისუფლდა და მხოლოდ 6 %-მდე შებრუნდა ციხეში. ეს არის უნიკალური შემთხვევა.
ეს ასაბუთებს იმას, რომ აბსოლუტური უმრავლესობა იყო უდანაშაულო. თანაც აბულაძეს მგონი, პირდაპირ არ შეხებია ამნისტია.
როგორც ვიცი, "უდო" შეეხო. ამნისტიას თავს ესხმიან და ამას ნუ აყვებით ჟურნალისტები. ეჭვი ეპარება ვინმეს, რომ ბევრი უდანაშაულოდ იჯდა ციხეში?
თვითონ ის ფაქტი, რომ "ნაციონალების დროს" დაკავებულებისგან 6%-ზე მეტს არ ჩაუდენია დანაშაული და უკან არ შებრუნებულა, განა არ ამტკიცებს ირიბად რომ ბევრი უდანაშაულო იყო, ვისაც ამნისტია შეეხო?
როგორ შეიძლება ამნისტიის ეჭვქვეშ დაყენება იმის გამო, რომ რაღაც დანაშაული მოხდა, რომელიც შეიძლება მოხდეს ნებისმიერ შემთხვევაში. ხომ არ შეიძლება ამნისტიამ ამხელა აქცია დაუპირისპირო, _ განაცხადა ივანიშილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.