ლექსი სახელწოდებით: “რულზე სვანი” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის წიგნში “გურიაში გურულად” დაიბეჭდა (წიგნი გამოცემულია 2010 წელს).
“გურია ნიუსი” ლექსს სტილის დაცვით გთავაზობთ:
რულზე სვანი
ვინ იცოდა იმ დღეს, მაშინ,
ვინტროვოდით თურმე გზაში,
თბილის ვიღან ამბობდა რომ
ჩაგვეყწია დაფნარში.
ბარდიურს რომ შემახეთქე
რა გეგონა სვანის ბიჭო,
მაგრამ შენი რა ბრალია
მანქანაა უმუხრუჭო.
ალბათ რულზე დაგვეძინა,
დაგესიზმრა სიზმარიო,
წინ ურჩხული შემოგვხდა და
ამჯობინა უდარიო.
სიზმარი რომ აღარ იყო,
გვიან მიხვდი სვანო ლიპავ,
იმ სიმძარვრით შემახეთქე,
ჩამინგრიე გვერდი სიპა.
ტარება რომ არ იცოდი
ბოლოს მითხრეს კომბინატში,
აწე გვერდზეც აღარ დაქსვამ
რომ შემომხვდე სადმე გზაში.
1990 წელი.