"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის გურიის სამსახურის უფროსი, ვანო საჯაია სამსახურიდან გაანთავისუფლეს.
ვანო საჯაია წლების განმავლობაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის გურიის სამსახურის თანამშრომელი იყო. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, კუდის გურიის სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა. არჩევნების შემდეგ კი საჯაია შსს-ს ანტიკორუფციული დეპარტამენტის აჭარის სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების თანამშრომელი გახდა.
ბოლო ერთი წელია შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის გურიის სამსახურის უფროსის პოსტს იკავებდა.