პრეზიდენტმა სააღდგომოდ 78 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის 57 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს.
ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა შეწყალების აქტი, რომლის საფუძველზე შეწყალებულია 78 პატიმარი, მათგან 57 დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებებს. ისინი სრულად შეიწყალა პრეზიდენტმა. 21 პატიმრის სასჯელი სხვადასხვა ოდენობით შემცირდება. ზოგს გაუნახევრდა, ზოგს მოაკლდა დარჩენილი სასჯელის 1/3. სულ 460 მსჯავრდებულის საქმე განიხილა შეწყალების კომისიამ“, _აღნიშნა ქორიძემ.