ქალაქ ოზურგეთში, პასქის ფესტივალის პარალელურად “ერთიანი ნაციოანლური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციამ აქცია სახელწოდებით – ,,თანადგომა პოლიციას'' გამართა.
აქცია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ჩატარდა.
ენმ-ის ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის დავით მჟავანაძის თქმით, აქციის მიზანი ხელისუფლების მიერ ძალოვნების მიმართ გატარებული არასწორი პოლიტიკა.
“ის პოლიტიკა, რასაცა ხელისუფლება აწარმოებს პოლიციის მიმართ, არის მავნებლური ამის შედეგად მივიღეთ ის, რომ დღეს ქუჩაში კლავენ პოლიციელებს. ეს არის ჯაჭვური პროცესი, ამან გამოიწვია კრიმინალის გაზრდა, რაზეც დღევანდელი ფაქტიც მიგვანიშნებს, ერთ დღეში ორი ბენზინ გასამართი სადგურის დაყაჩაღება, _აცხადებს მჟავანაძე