ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლმა ნინო გოგუაძემ განაცხადა.
ცნობისთვის, ამ წუთებში კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების პროცესი მიმდინარეობს, სადაც ადვოკატები სასამართლოსგან დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
"ჩვენ არასდროს გვეპარებოდა ეჭვი, რომ ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, რომ პროკურატურა გამოყენებულია პოლიტიკურ იარაღად და ეს უდანაშაულო ადამიანები მძევლებად ყავთ აყვანილი, რომ გასულიყვნენ ირაკლი ალასანიაზე," – განაცხადა ნინო გოგუაძემ.