გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამსახურის თანამშრომლებმა, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შედეგად ბორჯომისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში, არარეგისტრირებული 7 საამქრო აღმოაჩინეს. გამოვლენილია ასევე, სხვადასხვა ჯიშის მრგვალი მორების უკანონო მოპოვებისა და უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები, კანონოდ რომელთა საერთო ოდენობამ 98 კუბური მეტრი შეადგინა.
არარეგისტრირებული სახერხი საამქროები დაილუქა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა რაიონულ სასამართლოებში.
გარემოსთვის მიყენებული ზიანი 6000 ლარს აღწევს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განაგრძობს პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას.