(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ ჩოხატაურში, საავადმყოფო-პოლიკლინიკა შპს “ადიტტში”, 14-15 დეკემბერს, თვალის კლინიკა “მზერას” პროფესორი ალექსანდრე ჩიჩუა და ოფთალმოლოგი სოფო ჭყონია ჯანდაცვის ადგილობრივი წარმომადგენლების მიერ წინასწარ დაგეგმილი ოპერაციების ჩასატარებლად ჩამოვიდნენ. ჩამოსულმა ექიმებმა გლაუკომისა და კატარაქტის 23 ოპერაცია გააკეთეს.