საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართველმა პარამოცეკვავემ თემო არაბიძემ და მისმა მეწყვილე ქეთი ზაზანაშვილმა ყაზახეთის საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლა მეორე ადგილით და ვერცხლის მედლით დაასრულეს.
პროექტ „ნიჭიერის“ მეხუთე სეზონის გამარჯვებულებმა ქეთიმ და თემომ სპორტული ცეკვების საერთაშორისო ტურნირში პირველად მიიღეს მონაწილეობა. ქართული წყვილი ყაზახეთში ფრისთაილით წარსდგა, რომელზეც ბოლო პერიოდის განმავლობაში შეუპოვრად ემზადებოდნენ, ასევე შესრულებული იქნა პროექტ "ნიჭიერში" ნაჩვენები ფინალური ცეკვაც. შეჯიბრება, რომელშიც 40-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის პარა მოცეკვავეები ასპარეზობდნენ, ქართველებს მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონმა მაქსიმ სედაკოვმა აჯობა. თემო და ქეთი ტურნირში საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და მხარდაჭერით გამოვიდნენ. პარაოლიმპიური კომიტეტი აღნიშნულ წყვილს თავის გამოჩენის საშუალებას სხვა მსგავს შეჯიბრებებშიც მისცემს, მთავარი მიზანი კი 2016 წლის რიოს პარაოლიმპიური თამაშების ლიცენზიისთვის ბრძოლა იქნება.