11 სექტემბრის, დაახლოებით, დღის პირველი საათისთვის ,,ჯეო ჰოსპიტალის ” სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრში, კოვიდის დაავადების გამოვლინების ლაბორატორიაში სწრაფი ტესტებით გამოკვლეული 27 პაციენტიდან 11 დადებითია,_ ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს”, ჯეო ჰოსპიტალის ” სამტრედიის ამბულატორიული ცენტრის მენეჯერმა, ლუარა კახიანმა მიაწოდა.
,,პაციენტებს ეძლევათ დარიგება, მიმართონ თავიანთი ოჯახის ექიმებს, რომ ჩაუტარდეთ შესაბამისი მკურნალობა. დადებითად გამოვლენილთა ზოგადი მდგომარეობა მძიმე არ არის, დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად. მათ ამ ეტაპზე ეძლევათ შრომის უუნარობის ფურცელი, ძირითადად ბინაზე მკურნალობენ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ”,- ამბობს კახიანი.
ავტორი