“გაზაფხული და შენი დაბადების დღე, უშენობა… 27 წელს ერთად ბედნიერები ვერ შევხვდით… დაფერფლილი გეგმები და ოცნებები, დაგვრჩა მხოლოდ მოგონება, რომელიც არ ნელდება და უფალს მიბარებული შენი ლამაზი სულიერი სიცოცხლე, ჩვენო უსაშველო მონატრებავ, ჩვენო ვახო”, _ წერს სოციალურ ქსელში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის, ვახო ანთიძის დედა.
შეგახსენებთ, რომ ვახო ანთიძე ჩოხატაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2019 წლის 30 ნოემბერს დაიღუპა.
სოფელ ჯვარცხმაშიერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, ვახო ანთიძე დაიღუპა, ხოლო 10 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
ვახო მაშინ 24 წლის იყო.