ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით "თავისუფალი დემოკრატების" მიერ გადადგმული ნაბიჯები "არაეთიკური, არაკორექტული და პოლიტიკურად უხეში იყო"
_ "ნაციონალური მოძრაობა" მორგებული იყო ერთ კაცზე და ამ კაცის სახასიათს რაც მოერგებოდა, ყველაფერი ისე კეთდებოდა. საუბედუროდ, "თავისუფალ დემოკრატებზე" შეიძლება ვთქვათ, აქაც იკვეთება, რომ ერთ კაცზე არიან ორიენტირებული. ერთი-ერთზე იმეორებენ იმ ცუდ პრაქტიკას, რაც სააკაშვილის დროს დაფუძნდა, რომ მთელი გუნდი ორიენტირებული იყო ერთ კაცზე, დღეს რაღაც მსგაგავსი იკვეთება "თავისუფალი დემოკრატების"ქმედებებში. დღეს ორიენტაცია კეთდება ალასანიაზე და მთელი გუნდის საზრუნავი გახდა ალასანია, _ განაცხადა ივანიშვილმა გადაცემა "კვირის 20/30"-ში.
მისივე თქმით მაშინ როცა ალასიანას თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა, პარტია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარედ დანიშვნის სურვილი პოლიტიკური სვლა იყო და "ის ნაბიჯები რაც მათ გადადგეს, ჩემი აზრით ძალიან არაეთიკური, არაკორექტული, პოლიტიკურად უხეში იყო"
_ ივნისში თუ ივლისში შევიდა პროკურატურა თავდაცვის სამინისტროში, სექტემბერში კი აცხადებს ალსანია, რომ დაინიშნება ყრილობა და ორი-სამი თვით ადრე აცხადებს, რომ თავდაცვის მინისტრი ბრუნდება პარტიის თავმჯდომარედ. ძალიან უხეში სვლაა პოლიტიკურად, დიდი ეჭვია, რომ პოლიტიკური სვლებისთვის ემზადებოდნენ. ბევრი უხეში დარღვევები გააკეთეს. ყრილობის შემდეგ კი მოხდა მისი თანამშრომლების დაპატიმრება.
ალასანიამაც გაიმეორა იგივე, რასაც ამბობენ გიგა ბოკერია და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, რომ მე ქვეყნის მთავარი პრობლემა ვარ, მის ამ განცხადებას კი ჩემი გუნდიდან არავინ გამოეხმაურა, რამაც გამაოცა, _ აღნიშნა ივანიშვილმა.