1. უილიამ ჯეფერსონ (ბილ) კლინტონი – სუფთა კაპიტალი: 55 მილიონი დოლარი; პრეზიდენტობის წლები: 1993-2001; რიგითობა – ამერიკის 42-ე პრეზიდენტი.
სხვა პრეზიდენტებისგან განსხვავებით, კლინტონი მდიდარი ოჯახის წარმომადგენელი არ გახლავთ და მას არც მაღალშემოსავლიანი სამსახური ჰქონდა სახელმწიფო მეთაურის თანამდებობაზე არჩევამდე.
გადასახადების გამოკლებამდე, საპრეზიდენტო ვადაში კლინტონმა 125 მილიონი დოლარის გამომუშავება მოახერხა. ამ თანხის ძირითადი ნაწილი მან თავისი გამოსვლებით გამოიმუშავა, მაგრამ, 2008 წელს კლინტონის კაპიტალმა მნიშვნელოვანი კლება განიცადა, რადგან, 15 მილიონამდე დოლარი მისი მეუღლის, ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიაზე დაიხარჯა.
2. ფრანკლინ დელანო რუზველტი – სუფთა კაპიტალი: 60 მილიონი დოლარი; პრეზიდენტობის წლები: 1933-1945; რიგითობა – ამერიკის 32-ე პრეზიდენტი.
თავისი კაპიტალი რუზველტმა მემკვიდრეობით და სარფიანი ქორწინებით მიიღო. 32-ე პრეზიდენტს 800 აკრი მიწა ჰქონდა სპრინგფილდში, ასევე, უძრავი ქონება ჯორჯიის, მენისა და ნიუ-იორკის შტატებში. 1919 წელს ფინანსური კატასტროფისგან რუზველტი დედამ იხსნა. პრეზიდენტად არჩევამდე რუზველტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო სამსახურში.
3. ჰერბერტ კლარკ ჰუვერი – სუფთა კაპიტალი: 75 მილიონი დოლარი; პრეზიდენტობის წლები: 1929-1933; რიგითობა – ამერიკის 31-ე პრეზიდენტი.
დაობლებული ჰუვერი ფეხზე ბიძამ დააყენა, რომელიც ექიმად მუშაობდა. პრეზიდენტობამდე ჰუვერი სამთო-მომპოვებელი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა და 17 წლის განმავლობაში მას ამერიკაში ერთ-ერთი უმაღლესი ხელფასი ჰქონდა. თავის საპრეზიდენტო ხელფასს ჰუვერი მთლიანად ქველმოქმედებას ახმარდა, ასევე, მან დააფუძნა „ჰუვერის სახლი” მონტერეიში (კალიფორნია).
4. ლინდონ ბეინს ჯონსონი – სუფთა კაპიტალი: 98 მილიონი დოლარი; პრეზიდენტობის წლები: 1963-1969; რიგითობა – ამერიკის 36-ე პრეზიდენტი.
ლინდონის მამა მაშინ გაკოტრდა, როცა ამერიკის მომავალი პრეზიდენტი ჯერ კიდევ ბავშვი იყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ ლინდონმა ტეხასის შტატში, ბლანკო ქაუნთიში, 1 500 აკრი მიწა შეიძინა, სადაც დაფუძნდა და სახლი აიშენა, რომელსაც მოგვიანებით „ტეხასის თეთრი სახლი” უწოდეს. მეუღლესთან ერთად ლინდონ ჯონსონი ფლობდა ქალაქ ოსტინის ტელე-რადიო სამაუწყებლო კომპანიას, გარდა ამისა, ჯონსონებს ჰქონდათ საქონლის ფერმა და ჰყავდათ მცირე ზომის თვითმფრინავი.
5. ჯეიმს მედისონი – სუფთა კაპიტალი: 101 მილიონი დოლარი; პრეზიდენტობის წლები: 1809-1817; რიგითობა – ამერიკის მე-4 პრეზიდენტი.
ჯეიმს მედისონი ვირჯინიის შტატის უმსხვილესი მიწათმფლობელი იყო. მას ჰქონდა 5 ათას ჰექტრამდე მიწა და, ასევე, უძრავი ქონება მონპელიეში, რაც მან სახელმწიფო მდივნად და პრეზიდენტად მუშაობის პერიოდში დააგროვა. სიცოცხლის ბოლო წლებში მედისონი, პლანტაციებზე ფინანსური კრიზისის გამო, ქონების დაკარგვის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა, მაგრამ, სასწაულებრივად გადაურჩა გაკოტრებას.