ვერა ჭკადუა:
_ არაფერი არ ვიცი.
ოლეგ გობრონიძე:
_ რაღაცა რომ შესაცვლელია, ამას პარლამენტის უმრავლესობაც და უმცირესობაც ადასტურებს.
დავით ლესელიძე:
_ შესაცვლელია, დეპუტატები ხალხს უნდა ხვდებოდნენ, ხალხის აზრი უნდა გაიზიარონ.
გია ჩხეიძე:
_ მთლიანად არ ვიცნობ და თან მე ვერაფერს ვერ შევცვლიდი.
ვაჟა ლომინაძე:
_ არ ვიცნობ, არც იგი მთავრობა მომწონდა არც აგი მომწონს, გაჭირვებული ხალხისთვის არცერთი არ არის.
ნოშრევან ოსეფაიშვილი:
_ არა, არ ვიცნობ.
ზურაბ სიხარულიძე:
_ კარგად არ ვიცნობ, მხოლოდ პროცედურები ვიცი. აუცილებელია ოთხი პრინციპის დაცვა _ უნდა იყოს საყოველთაო, პირდაპირი, ფარული და თანასწორი.
ზვიად აფხაზავა:
_ ვიცნობ და მიმაჩნია, რომ გარკვეული მუხლები და რეგულაციები დასახვეწია.
ესე სარჯველაძე:
_ სამწუხაროდ არ ვიცნობ და ვერაფერს გეტყვით.
გივი მენაღარიშვილი:
_ ნაწილობრივ ვიცნობ და მიმაჩნია მასში ცვლილებების შეტანა გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს.
ზაზა ქავზინაძე:
_ რა თქმა უნდა, ვიცნობ და ძალიან კარგადაც. ვთვლი, რომ მასში ძალიან ბევრი რამაა შესაცვლელი. დღევანდელმა რეალობამ აჩვენა, რომ რეალურად ოპოზიციას კომისიებში ორი ხმა აქვს, როცა წინა ხელისუფლების დროს ექვსი ხმა ჰქონდა.