საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2015-2016 სასწავლო წლისათვის.
რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად.
I ეტაპი – 2015 წლის 23 აპრილი – 4 მაისი. რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში. რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები: რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. პირველ ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში 2015 წლის 5 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით.
II ეტაპი – საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია. 2015 წლის 15 მაისი – 9 ივნისი. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2015 წლის 11 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით. I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.
III ეტაპი – 2015 წლის 22 ივნისი – 2015 წლის 11 ივლისი. რეგისტრაცია განხორციელდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლების) ბაზაზე II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილზე მხოლოდ მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემდგომ.
სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.