პანკისის ხეობიდან ახალგაზრდების სირიაში გადაყვანის საკითხზე უსაფრთხოების სამსახურები მუშაობენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პანკისის ხეობის მცხოვრებლები საქართველოს მოქალაქეები არიან და ხელისუფლებას მათ მიმართ განსხვავებული მიდგომა არ გააჩნია.
"პირიქით, ჩვენ წლების განმავლობაში მათ მიმართ არსებული გულგრილი დამოკიდებულება შევცვალეთ. თუ 2-3 ადამიანი ცდილობს ახალგაზრდების სირიაში გადაყვანას, ამას სამართალდამცავები მიხედავენ. ასეთი თემებით სპეკულირება დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის", _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.