საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნოდარ ჯავახიშვილი უხელმძღვანელებს,–პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალ მინისტრს შეხვდა. ნოდარ ჯავახიშვილმა მთავრობის მეთაურს ინფრასტრუქტურისა და რეგიონების განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო.
პრემიერ–მინისტრმა წარმატებები უსურვა ნოდარ ჯავახიშვილს მომავალ საქმიანობაში და იმედი გამოთქვა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდება.