ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ნუგზარ ცინცაძემ ნიგოითში გამგებლის ახალი წარმომადგენელი წარადგინა.
ვასილ აბუსერიძე დღემდე "საქართველოს ბანკსა" და სოციალური სააგენტოს ლანჩხუთის განყოფილებაში მუშაობდა.
შეხვედრაზე ნიგოითის მაცხოვრებლებმა ვასილი დადებითად დაახასიათეს:
– ვასიკო ისეთი ოჯახიდანაა, საუკეთესო უნდა იყოს. რთული პოსტია, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ ღირსეულად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. მთელი სოფელი მოხარულია მისი დანიშვნით. ვუსურვებთ მას წარმატებებსა და სოფლისთვის ბევრი სასიკეთო საქმის კეთებას, – განაცხადეს შეხვედრაზე.
ახალი წარმომადგენელი დაპირდა თანასოფლელებს, რომ მუდამ მათ გვერდით იქნება და არსებული პრობლემები არ გამოეპარება და ყველა ღონეს იხმარს მათ მოსაგვარებლად.
ნიგოითში გამგებლის ყოფილმა წარმომადგენელმა ზაზა წულაძემ სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება რამდენიმე დღის წინ დაწერა.