(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ 15-16 დეკემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კინოსახლი მაყურებელთა სიმრავლით გამოირჩეოდა _ ორი დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი “ილეკრო”, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლავთ საქართველოსა და საერთაშორისო ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი, ქორეოგრაფი ემზარ სანიკიძე, საიუბილეო კონცერტს ატარებდა.
ანსამბლმა ათი წლის განმავლობაში, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ 250-მდე წარმატებული კონცერტი აჩვენა. თაობები თაობებს ენაცვლებოდნენ და შემოქმედებით გზას წარმატებები მოჰქონდა.
მაყურებელთა შორის იყვნენ სტუმრები მეზობელი რაიონებიდან და ქალაქებიდან, რომლებმაც საკმაოდ დიდი შეფასება მისცეს ანსამბლის მოღვაწეობას. მათ ანსამბლ “ილეკროს” ხელმძღვანელსა და ბავშვებს ფასიანი საჩუქრები, ხოლო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და გამგეობამ ანსამბლის ხელმძღვანელს საჩუქრად ტელევიზორი გადასცეს.
ანსამბლ “ილეკროს” საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ღირსების ორდენის კავალერის, ლეგენდარული სუხიშვილების ანსამბლის ყოფილი სოლისტის, სახელმწიფო ანსამბლ “გურიას” დამაარსებელის, დირექტორისა და სამხატვრო ხელმძღვანელის, მთავარი ქორეოგრაფის ჯუმბერ დუნდუას სახელი მიენიჭა.