„დემოკრატიული მოძრაობის“ კახეთის რეგიონული კოორდინატორი ვალერი შოშიაშვილი გურჯაანის გამგებლის გადადგომას, ხოლო მაჟორიტარი დეპუტატის პასუხისგებას მოითხოვს. შოშიაშვილის განცხაცდებით, გურჯაანში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში პოლიტიკური კრიზისი აქვს.
„გამგებელი, რომელიც აბედინებს ყოფილი ხელისუფლების დამნაშავე წარმომადგენელებს დებოში მოაწყობინოს საჯარო დაწესებულბეაში უნაარო და უმოქედოა. გამგებელ გია გერგიძეს არ შეწსწევს ძალა, რომ მართოს რაიონი და უნდა დატოვოს თანამდებობა. გიორგი ღვინიაშვილი კი, რომელიც გირგვლიანის წამებით მკვლელობის დროს თბილისის პროკურორის თანამდებობას იკავებდა, ხოლო მისი კახეთის გუბერნოტორების დროს ყვაოდა რეგიონში ტერორი ბიზნესმენებზე, ნორმალური ხელისუფლება რომ გვყავდეს საქართველოს პარლამენტში კი არა ციხეში უნდა იჯდეს“- განაცხადა ვალერი შოშიაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლებაში აუცილებლად მოვა ძალა, რომელიც აღასრულებს ხალხის ნებას და დამნაშავე ორგანიზაცია „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და ამ ორგანიზაციასთან კოჰაბიტირებულ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც საკადრის ადგილს მიუჩენს.