საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის, გიგი წერეთლის თქმით, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური პრობლემების ფონზე, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ და მთავრობამ მოსახლეობის სრული პაკეტით დაკმაყოფილება შეძლოს.
"იმ პირობებში როცა ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემებია და ამას თითოეული მოქალაქე გრძნობს და არა ერთი კვლევით დადასტურდა, ჩვენი პროგნოზია რომ ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა სრული პაკეტით ჩვენი მოსახლეობის დაკმაყოფილებას ვერ შეძლებს. სიმართელეს არ შესაბამება ინფორმაცია, რომ ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე გაზრდილია , ჩვენს მოქალაქეებს თანადაფინანსების შემთხვევაში თანხის გადახდა არ შეუძლიათ", _ აღნიშნა წერეთელმა.
დეპუტატი "C" ჰეპატიტის პროგრამის განხორციელების საკითხსაც შეეხო და ის დადებითად შეაფასა.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა ჩვენი მოსახლეობისთვის. მადლობა ამერიკის მთავრობას დახმარებისთვის.
უნდა ითქვას ისიც, რომ ამ პროგრამის განხორციელებaს საფუძველი ჩვენი მთავრობის პირობებში ჩაეყარა. ინფრასტრუქტურა რომელიც ჩვენ შევქმენით, კარგი ექიმები- ეს გახდა საფუძველი იმისა რომ ქვეყანაში ამ პროგრამის განხორციელება იწყება."































































