ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იონას პასლაუსკასი მეუღლესთან ერთად ჩოხატაურს სტუმრობდა. სტუმრებს მასპინძლობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ გაუწია.
ელჩმა და მისმა მეუღლემ კლინიკა "მამქოლი", სოფელ ნაბეღლავში არსებული თევზსაშენი და შპს "წყალი მარგებელის" ქარხანა დაათვალიერეს.

































































