(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ 19 დეკემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების _ ფერწერა, გრაფიკა, გამოყენებითი ხელოვნება, გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე განსაკუთრებით გამოირჩა გიორგი ჯინჭარაძის ნამუშევარი _ გრაფიკა, ნიკა კალანდაძის ფერწერა და ხეზე კვეთილობა. ძალიან საინტერესო იყო მარიამ და გვანცა ხიზანიშვილების ნამუშევრები.
როგორც სამხატვრო სკოლის დირექტორმა მზია კვინტრაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, სკოლაში 80-მდე ბავშვი სწავლობს, წლის განმავლობაში ეწყობა მოსწავლეთა და მასწავლებელთა ნამუშევრების გამოფენა, აქვთ სერიოზული მიღწევები, გასულ წელს აღნიშნული სკოლის კურსდამთავრებულებიდან სამმა სწავლა გააგრძელა სამხატვრო აკადემიაში, წელს კი ორი ემზადება აკადემიაში ჩასაბარებლად.
შეკრებილთ მიესალმა კულტურის სამსახურის უფროსი ქეთინო გიორგაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩოხატაურის სამხატვრო სკოლაში ბავშვებს სწავლის კარგი პირობები აქვთ შექმნილი.